logo_geo
გენრი დოლიძე: პირველკლასელთა რეგისტრაციის ფორმა არის დისკრიმინაციული!
- +

21 მაისი. 2019. 15:48

 

 

პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პირველკლასელთა რეგისტრაციის ფორმა არის დისკრიმინაციული! ვისაც არ აქვს სწრაფი ინტერნეტი, ან საერთოდ არ აქვს ინტერნეტი, ან კომპიუტერი, არ ჰყავს უამრავი მეგობარი ჩასაფრებული თავ-თავისი „კომპიუტერნეტებით“, ის განწირულია ფრაზისთვის „სწავლა თუ უნდა ყველგან ისწავლის“.

 

ჩვენ ყველამ ხომ ვიცით, რომ ყველა სკოლაში ერთნაირი სწავლების დონე არაა?!

 

ან რა ქნან იმ სოციალურად დაუცველმა, ან ნელ ინტერნეტიანმა ბავშვებმა, ვინც პრესტიჟულ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ და ერთწამიან რეგისტრაციაზე არ მიუწვდებათ ხელი? თუნდაც შორს ცხოვრობდნენ და უნდოდეთ პრესტიჟულ სკოლაში სწავლა, ესეც მათი უფლებაა... მთავარია, სახელმწიფო უზრუნველყოფდეს ყველა სოციალური ფენისთვის თანაბარ უფლებებს!

 

P.S.

 

  1. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონეები ურიგოდ რეგისტრირდებიან, საქართველოში ბევრი სოციალურად დაუცველია ვისაც სტატუსი არ აქვს, ან მოხსნილი აქვს ტელევიზორის, ან მაცივრის, ან ფარდების ქონის გამო.

 

  1. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი განათლების სისტემა, სადაც სწავლა თუ გინდა მართლა ყველგან ისწავლი და სწავლების დონე ყველა სკოლაში უნდა იყოს თანაბარი“, - წერს დოლიძე.

 

 

 

big_banner
არქივი