logo_geo
მანანა თოქმაჯიშვილი: ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა
- +

21 მაისი. 2019. 15:58

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

უნიკალურია რეაბილიტაციის ტექნოლოგიური ნაწილი - ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს; დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები საფარის ქვეშ მოექცა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს.

 

რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა“, - წერს თოქმაჯიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი