logo_geo
ნუკა არველაძე: მინდა, შავგულიძე-მურუსიძის თემაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო!..
- +

21 მაისი. 2019. 16:08

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ფაქტია, დიდი პრობლემა „ქართული ოცნების“ პიარია და მათი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე დიდია!

 

საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ინფორმირებულობაზე!!!

 

შავგულიძე-მურუსიძის ყბადაღებულ თემა - ამაზე მინდა, ჩემი აზრი დავაფიქსირო!!!

 

2012 წელს, რაც ხალხის ნებით და სურვილით „ქართულ ოცნებას“ მიეცა ლეგიტიმაცია და რაც უნდა ვთქვათ, დღეს, ფაქტია, რომ ბევრმა „ქართული ოცნების“ რიგებში მომჯდარმა და გაბლატავებულმა დააღალატა მათი მომხრეები - მათი უსაქმურობა და ძღომის დიდი სურვილი იმდენად დიდი იყო, ეგრევე წავიდნენ ალიანსში „ნაცებთან“!!!

 

2012 წლის მერე ისინი, დიახ, სწორედ ისინი, ვისაც დღეს თურმე არ მოსწონს ივანიშვილი(!) დღეს ხალხს მოუწოდებენ, ივანიშვილი ცუდია და ისევ „ნაცებს“ მიეცით ხმაო - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ყველამ კარგად ვიცით, ეს არის „ნაცები“ პლუს 12 კაცი, რადგან არც ერთ სხვა პარტიას მეტი მომხრე არ ჰყავს, ვერ შეძლებენ ვერანაირ ზეგავლენას საზოგადოებაზე.

 

ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე ჩემდა გასაოცრად ჩახუტებულ-გადაფსკვნილი „ნაცებთან“ „ევრონაცებთან“ და ჰოი, საოცრებავ - ამ ხალხს ამბიცია აქვს, რომ 2012  წელს თურმე, არჩევნებით მოიგეს!!!

 

შეგრცხვეთ ვაი პოლიტიკოსებო და თქვენგან განსხვავებით გამოდის და (ეს ჩემი აზრია!!!) ერთადერთი ვინც ვერ დაიმორჩილა და დაიბრუნა „ნაცებმა“ სასამართლო კორპუსია? გამოდის, რომ სწორედ მოსამართლეებმა უთხრეს უარი თანამშრომლობაზე? ამიტომაც მიადგნენ ასე აქტიურად და პიროვნულად დაიწყეს განადგურება და ამით ჩვენ, „ოცნების“ მომხრეებს გვიყენებენ?

 

რადგან როგორც ეკრანებს მიღმა ამბობენ, თურმე კანონი კარგია, უბრალოდ ესენი უნდა მოვიშოროთო?

 

დღეს მურუსიძე არ დგას ბოკერია-უგულავას გვერდით!!! აი, ესაა ჩემთვის აშკარა და ნათელი და როგორც აღმოჩნდა შავგულიძე ყველა დროში მეგობრობდა თან ებრძოდა თურმე?! ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!!!

 

როგორი მარტივი ჰგონიათ ამ მართლა სვავებს, რომ ადამიანის ემოციებით და მანიპულირებით შეძლებენ თავისი ბინძური გეგმების განხორციელებას!!! ვერ გაიგეს, რომ ეს შეუძლებელია!!!

 

პირადად ჩემთვის შავგულიძის პატიოსნება იქ დამთავრდა, სადაც მან საზეიმოდ შამპანური მიირთვა უგულავასთან ერთად. არ ვიცი, ასეთი რა მოშივდა, მაგრამ ვხვდები, რა გეგმები ჰქონდათ და აქვთ „ნაცებს“! უტოპიაში არიან, ფაქტია.

 

ამიტომ „ქართული ოცნება“ ვალდებულია, იმ ხალხს, ვინც უდიდესი ნდობა გამოუცხადა, მოუსმინოს და კეთილი ინებოს და ემსახუროს“, - წერს არველაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი