logo_geo
“ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში, ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო”…
- +

21 მაისი. 2019. 21:49

 

ჟურნალისტი ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გაუკეთეს.

 

ამერიკაში აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს!!!! ქართველ ექიმთან გავიარე კონსულტაცია რომელიც 28 წელია ნიუ-იორკში მუშაობს.

 

- ვინ გაგიკეთა ოპერაცია? - ნინო ... ( გვარს შეგნებულად არ ვწერ). მითხრეს რომ ნომერ მეორე ქირურგია ამ სფეროში.

 

- რა უცნაურია, არადა მანდ ყველა პირველობას იბრალებს ( გაეღიმა). აბსოლუტურად სხვა პრობლემა გაქვთ და სხვა ადგილას. ქირურგი საერთოდ არ გჭირდებათ.

 

ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი? საკუთარ თავს აღარ ვჩივი. მე უკვე ნაშველი მაქვს, მაგრამ ის ექიმი ნომერ მეორე როა საქართველოში ის მაფიქრებს. კიდევ ვის დააწვენს მძინარეს დანის ქვეშ და რას ამოაჭრის ფულის გამო ვინ იცის,“ - წერს მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი