logo_geo
ლალი მოროშკინა: ნუ გეჩხირებათ ვერა-ვაკე ყელში! გილოცავთ ჩემებო!!!
- +

21 მაისი. 2019. 22:59

 

20 მაისს, სკოლის ბოლო ზარზე, 51- სკოლის უფროსკლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე 126- მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირიპირება იმ კლიპის გამო დაიწყო, რომელიც მეთორმეტე კლასელებმა გამოსაშვები საღამოსთვის გადაიღეს და რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

 

კლიპის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების ნაწილისთვის მასში გამოყენებული ე.წ. ქურდული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი ტერმინების გამო - „საქმის ქურდულად მოგვარება“, „ობშიაკის ფული“ და სხვა. კლიპი მიუღებელი აღმოჩნდა სკოლის ადმინისტრაციისთვისაც. საზოგადოებაში არსებულ მითქმა-მოთქმას ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გამოეხმაურა:

 

ნუ გეჩხირებათ ვერა-ვაკე ყელში! გილოცავთ ჩემებო!!! დიახ 51-ე სკოლა
და ჩვენი კლასი არის "კლასნი!" ყველამ თავისას მიხედოს! სიმღერა ჩაწერეს არ გაიჩხირეს "დიეზდში"და არც "ევროვიზიის" კონკურსანტობაზე აქვთ პრეტენზია! - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

big_banner
არქივი