logo_geo
რამაზ გიგაური: ზუსტად ვიცი ეს. წერტილი!
- +

22 მაისი. 2019. 01:05

 

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

 

 

 

"მერამდენედ ვწერ უკვე. მინეროლოგიისაც მჯერა და ფენ-შუისაც და ორივე საინტერესო სისტემაა, მაგრამ რომელიმე მინერალს ან "სწორად" დადგმულ საწოლს არ შეუძლია თქვენი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. არ შეუძლია, არა!
ეს რომ გამოდიოდეს, "ტვინებს" კი დაიქირავებდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, არამედ აიჩონჩხლებოდნენ მინერალებით და ჩინური კომპასებით და წავიდოდა საქმე რიკინ-რიკინით.



არ გამოდის ასე საქმე.



უცოდინრობა კი არა, სიბრიყვე და სიგიჟეა, ვისაც ჯიბეში რომელიმე მინერალის ჩადებით კაზინოში და ტოტალიზატორში ფულის მოგების იმედი აქვს.



გადახედეთ ფორბსის მილიარდერთა სიას, იქ ნახავთ კაზინოების მეპატრონეებს, მაგრამ ვერ ნახავთ თამაშით გამდიდრებულებს. ლუდომანია - ეს არის რეგრესი და ჭაობი.

 

ზუსტად ვიცი ეს. წერტილი!

 


 

big_banner
არქივი