logo_geo
ზაალ ანჯაფარიძე: „რუსთავი 2“-ის მორიგი „ფეიქი“
- +

23 მაისი. 2019. 15:42

 

„რუსთავი 2“-ის მორიგი „ფეიქი“, საქართველოზე „უმძიმეს დასკვნაზე“. სინამდვილეში, „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს ეტყობა სააკაშვილი და არ უნდა დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც „Chatham House“ წესით უნდა აკრიტიკებდეს.

 

მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველა ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

big_banner
არქივი