logo_geo
თემურ გვალია: ერთმანეთს ვჭამთ, ვსვამთ და ვინელებთ!
- +

24 მაისი. 2019. 02:42

 

მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

ამ ბოლო პერიოდში ხშირად ვხვდები მეგობრების პოსტებს სალომე ზურაბიშვილის შესახებ, სადაც წერენ თუ რა ცუდი ქართულით საუბრობს თურმე პრეზიდენტიო და ღლიცინებენიცით რას გეტყვით მეგობრებო? მეზობელი მყავდა მუნჯი. ერთი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი არც ქართულად და არც სხვა რომელიმე ენაზე, მაგრამ ყველაზე მაგარი მეზობელი და მეგობარი იყო. ასევე მყავდა ფილოლოგი ცოლ-ქმარი მეზობელი, რომლებიც ლამისაა სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონით საუბრობდნენ, მაგრამ სამეზობლოს ვერცერთი ოჯახი ვერ იტანდა. ქმრისთვის პანჩურიც მაქვს ამორტყმული უკანალში, ისე მომიშალა ნერვები.


ხოდა იმისი თქმა მინდა, რომ ის რომ ქალბატონი სალომე, რომელიც უამრავი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა და ქართულად მთლად გამართულად ვერ საუბრობს, ეს კი არაა მთავარი, არამედ რას აკეთებს ქვეყნისთვის და რის გაკეთებას აპირებს. თქვენ რომ ლაპარაკობთ გამართული ქართულით, ხომ ააშენეთ სოფელი. ზოგიერთი საერთოდ, რომ არ საუბრობდეთ უკეთესი იქნება, იმდენ სლეობას ისვრით პირიდანმეტი ვერაფერი მოუძებნეთ და არ იცით რითი დაიმშვიდოთ ნერვები ხომ?
აი მე, ძალიანაც მომწონს ჩვენი პრეზიდენტი და ვისაც არ გსიამოვნებთ, როგორც მოსვლით გამახარეთ, ისე წასვლითაც თუ გამახარებთ აჯობებს

რამ გაგაბოროტათ და რა გჭირთ? არავინ თქვენ არ მოგწონთ, არაფერი თქვენ არ მოგწონთ.. დაივიწყეთ ეს გამონათქვამი: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართვერ მიხვდით ამ 25 წლის განმავლობაში, რომ არც ისეთი კარგები ვართ? ერთმანეთს ვჭამთ, ვსვამთ და ვინელებთ! ყველას გვაქვს რაღაცა ხარვეზი და იდეალური არავინ ვართ!


მთელი ცხოვრება თითქმის უცხოეთში ცხოვრობდა და კიდევ კარგად ლაპარაკობს.
რაც მოგწონთ თუ არ მოგწონთ პრეზიდენტის საქციელიდან, იმაზე რომ ისაუბროთ აჯობებს ჩემი აზრით
ამდენი ლოგოპედი თუ ჰყავდა საქართველოს, ნამდვილად არ ვიცოდი.
სააკაშვილი რომ სხლავდა ქართულს, იმიტომ ვცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში სამოთხეში რა!
ადამიანი საქმით ფასდება და არა ლაპარაკით!, – წერს გვალია სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი