logo_geo
ნატო გელაშვილი: ბედნიერი ვარ და ამაყი... გეგულებოდეთ თითოეულ თქვენგანს
- +

24 მაისი. 2019. 13:30

 

 

„ბედნიერი ვარ და ამაყი... გუშინდელი ჩემი პოსტის გამოხმაურებისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს“, - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნატო გელაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღენიადაგ ვგრძნობ თქვენს სიყვარულს და სითბოს, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს.

 

გუშინ ერთ კომენტარში ამოვიკითხე სტროფი ლექსისა „რა დააოკებს თავნება აპრილს?“... ნამდვილად ვერასოდეს დაოკდება ის სიყვარული, რა სიყვარულითა და სითბოთი მოვედი და მოვდივარ თქვენამდე, მთელი არსებით. ჩემი ჭირისა და ლხინის უფალი თქვენ ხართ. გეგულებოდეთ თითოეულ თქვენგანს“, - წერს ნატო გელაშვილი.

 

ცნობისთვის, მომღერალმა ნატო გელაშვილმა სამართალდამცავებსა და მაკონტროლებელ ორგანოებს მიმართა, რათა ბორჯომში, მის საკუთრებაში არსებული ქონების ირგვლივ წარმოებული პროცესი შეისწავლონ.

 

 

big_banner
არქივი