logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ვგმობ ნებისმიერ ძალადობას, შევარდნებს!
- +

9 თებერვალი. 2017. 23:03


 

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„მე პირობას ვიძლევი რომ, ვიბრძოლებ ჟურნალისტების უფლებებისთვის „საზოგადოებრივ მაუწყებელში". პირობას ვიძლევი რომ, ყველაფერს გავაკეთებ, ძველი მენეჯმენტის შესაცვლელად ძალღონეს არ დავიშურებ მართლა რეიტინგული „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შექმნისთვის სადაც თვითეული ჟურნალისტი ოპერატორი და ტექნიკური პერსონალი იქნება დაფასებული, ალბათ ერთ ერთი იმ ჟურნალისტთაგანი ვიყავი რომელიც მუდმივად ხმამაღლა ვლაპარაკობდი ამ ტელევიზიის პრობლემებზე მოვუწოდებდი და მოვუწოდებ მშვიდობიანი მანიფესტაიების, გაფიცვების და პროტესტისაკენ საკუთარი უფლებების დასაცავად მაგრამ, ასევე პირველი დავგმობ ნებისმიერ ძალადობას, შევარდნებს, ანარქიას, რადგან ჩვენ 90- იანი წლების მწარე გამოცდილება გვაქვს რა შედეგიც მოგვცა მაშინ ტელევიზიაში შევადნებმა და "ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა" არ შეიძლება ისევ იმ მდინარეში და მორევში შეცურვა რომელმაც უკვე ერთხელ დაგვაღრჩო.

 

ამასთანავე ყველა პასუხისმგებლობა მოეთხოვება მთავრობას, („საზოგადოებრივი მაუწყებელი" ოფიციალურად სსიპ-ია) იქ მიმდინარე მოვლენებზე. იმ ვაკხანალიის შექმნაზე რაცსაც ეხლა ვუყურებთ, პირველ რიგში იმ პრიტესტის გამომხატველთა აღშფოთება გამოიწვია მენეჯმენტის იმ წარმომადგენლის იქ გამოჩენამ ახალ ხელმძღვანელობასთან ერთად რომელიც ერთ ერთ "კარმუშნიკად" მოიაზრება..

 

დღეს ბევრი ჩემი კოლეგა და არა მარტო კოლეგა ზუსტად ამას მეუბნებოდა, ოპტიმიზაცია ჯერ იმ ადამიანებიდანაა დასაწყები და არა ჟურნალისტებიდანო და საერთოდ რომელ ატესტაციაზე გველაპარაკება მენეჯმენტი, როცა ის ჟურნალისტები რომლებსაც თურმე ატესტაცია უნდა ჩაუტარდეს ამ მენეჯმენტის მიერაა მიღებული სამსახურში.. (შე მამაცხონებულო, თუ ასეთი არაპროფესიონალები იყვნენ, შენ არ მიიღე სამახურში? მაშინ ჩაგეტარებია ატესტაციაც და კონკურსიც, ხო და თუ მაშინ შეცდი ესე იგი არ ვარგიხარ და დაიხურე ქუდი და წადი, სანამ წაუბრძანებიხართ) ... ამიტომ, მთავრობის პსუხისმგებლობა სახეზეა.. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერუ რომ, მოვლენები გადავიდეს დიალოგის ფორმატში და ცივილიზებული პროტესტის ფორმებში",- წერს ფოფხაძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115"-ის წევრები „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობაში შიჭრნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ "საზოგადეობრივ მაუწყებელსა" და იქ დასაქმებულ ადამიანებს. ამ დროისთვის მათ შენობა დატოვეს, მაგრამ ხვამ აქციის გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.


 

big_banner
არქივი