logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ევროპამ გამოიღვიძა, ახლა საქართველოს გამოფხიზლების დროა!
- +

27 მაისი. 2019. 14:28

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთელ ევროპაში ეროვნულმა-კონსერვატორმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ტრადიციულ ფასეულობებს ქადაგებენ. ჩვენ კი ამ დროს კვლავ აქოთებულ ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას, სისხლიან „ნაცებს“ და სხვა მამათმავლურ-ლიბერასტულ ნაგავს გვტენიან!!! დამთავრდა ევროპაში ლიბერასტული დიქტატურა, დამთავრდა გარყვნილების და უზნეობის პროპაგანდის ეპოქა!!! ჩაქვესკნელდა და დასამარდა ათეისტურ-სოროსული ჭუჭყი!!! ევროპამ გამოიღვიძა, ახლა საქართველოს გამოფხიზლების დროა!!! ლეპენი, სალვინი, ორბანი, კურცი და ა.შ. ეს ეროვნული ხალხია დღეს ახალი ევროპის ბატონ-პატრონი, ისტორიას და ბნელ წარსულს ჩაბარდა ბინძური ლიბერასტული მარაზმი!!! რაც უფრო ადრე გაითავისებს ქართული საზოგადოება ამას, მით უფრო ადრე შევალთ ევროპულ ოჯახში, ობამა-ჰილარი კლინტონის დროში გვაცხოვრებენ ქართული ტელევიზიები, ლიბერასტულ დიქტატურას ამყარებენ, განსხვავებულ აზრს-ეროვნულ იდეოლოგიას ახშობენ და იმას ვერ ხვდებიან, რომ მათი დრო წავიდა, წავიდა!!! პროვინციალიზმი და ჩამორჩენილობაა ჩერგოს და ბოკერიას დღის წესრიგით ცხოვრება, სამარცხვინო და მარაზმია „ნაცების“ და გაურკვეველი ორიენტაციის ქორწინების ცქერა, ევროპაში ახალი ეპოქა დაიწყო, ეპოქა ნაციონალისტური გამოღვიძებისა, გავყვეთ ევროპას თუ გავყვეთ კოლექტიურ ბებერ მამათმავლებს, კოლექტიურ გოგი გვახარიებს? მე ევროპას ვირჩევ და ვისაც გოგი გვახარია, ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია, ბოკერია-ჩერგო გირჩევნიათ, გზა დამილოცია ლიბერასტულ ჯოჯოხეთში!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი