logo_geo
„4 შვილზე ვდარდობ და სხვის შვილებზე - ეს ყველაფერი ისე აიტანე, სული გიღიმოდესო“...
- +

28 მაისი. 2019. 00:59

 

მწერალი მაია სარიშვილი სოციალურ ქსელში, ყოვედღიურ სტრესთან მიმართებაში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 

 

თქვენ როგორ ახერხებთ? როგორაა შესაძლებელი ასე საშიში იყოს ყველაფერი და მაინც მშვიდად გაგითენდეთ? ექიმთან მიხვალ და ღმერთმა უწყის ვინ აღმოჩნდება და როგორ დაგამახინჯებს სამუდამოდ* ვერ შეჭამ მშვიდად, რადგან პროდუქტების შემადგენლობა საზარელიაო მარკეტებში და ბაზარში ათასი შხამითააო გაზრდილი. ჰაერი ისეთი ბინძურია, არ ისუნთქებაო, საპონი და შამპუნიც კი დამაავადებელიაო და მერე მაინც დევს დახლებზე. ექსკურსიაზე ბავშვის გაშვება იმხელა სტესია, 100 წელი უნდა მოგაკლდეს, ისეთი ამბები ხდება ყოველ წელს. ზოგიერთი წამალი აფთიაქებში ფალსიფიცირებულიაო და როგორ გამოვიკვლიო რომელი? შვილი მეგობრის მანქანით სადღაც მიდის და სიცოცხლე უნდა გაგიჩერდეს შიშით, რადგან ამათ რომც იარონ ნორმალურად, უამრავი არღვევს მოძრაობის წესებს. წვალებით რემონტს გააკეთებ ან ახალ ბინას იყიდი და ისეთ მასალებია ბაზრობებზე, შეიძლება თქვენი სახლი მომწამვლელი აღმოჩნდესო* გადაცემას ამზადებენ სათაურით ,,მკველელი ჭურჭელი,, და ყვებიან რა საზარელი ნივთირებებია მათში და რა დაავადებებს გამოიწვევს, თუ მათ გამოვიყენებთ და რა ვიცი მე იმ ჭიქის შემადგენლობა, რომლითაც ბავშვებს ჩაის ვასმევ?* წვიმაშიც არ დასველდეთ, რადიაციულიაო და არც მზეში იდგეთო. ტელეფონები ტვინის სიმსივნეებს გამოიწვევენ მალეო. ერთჯერადი ბოთლებით რომ მინერალურს სვამ, კოშმარიაო. ეკონომიური ნათურებიც სიმსივნეს იწვევსო, რაც მთავარია, ნერვიულობა და დაძაბულობაც უამრავ დაავადებას იწვევს და ეს ყველაფერი ისე აიტანე, სული გიღიმოდესო... დაცინვა, ჩემზე არ ვდარდობ. საკმარისზე მეტად დავიღალე. 4 შვილზე ვდარდობ და სხვის შვილებზე. ახლა ჩემთვის ერთადერთი ნუგეში იმაზე ფიქრია, რომ სულ პაწაწინა ციცინათელებიც იჩეკებიან სადღაც და ღმერთზე მოჭიდებაა სასოწარკვეთილად, მაგრამ არც იმდენად ძლიერია ეს მოჭიდება, რომ მწამდეს, არ ჩამოვარდები. და კიდევ ერთი: ამ ჩვენს სოციალურ ქსელებში თუ ისე, ცოცხალ ადამიანურ ურთიერთობებშიც ისეთი დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა და უსულგულობაა, რომ ადამინებისაც მეშინია შხამიან ჯამ-ჭურჭელთან და ნიტრატებიან პროდუქტებთან ერთად, ან ამათზე უფრო მეტად კიდე”- წერს მაია სარიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი