logo_geo
ირინა ფუტკარაძე: ახალგაზრდებო, თქვენი უფლებაა პროტესტი, მაგრამ არა სამართალდარღვევა...
- +

10 თებერვალი. 2017. 11:30



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი ირინა ფუტკარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სოლიდარობა მისასალმებელია, შეჭრა - კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დასჯადი... და კიდევ, ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენი უფლებაა პროტესტი, მაგრამ არა სამართალდარღვევა... გაითვალისწინეთ, დღეს მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი, ნუ ეთამაშებით ნაღმს, მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. ჩემს თაობას ბევრი უგუნური ქმედების შედეგი აქვს ნანახი და კიდევ ნუ მიწყენთ, მაგრამ თქვენი დღევანდელი შტურმი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ტერიტორიაზე შეჭრა იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება და არაგონივრული ნაბიჯი... თქვენ გაქვთ უფლება შეკრებებისა და მანიფესტაციის ფარგლებში იმოქმედოთ, იყოთ სოლიდარულები და არა... დაფიქრდით", - წერს ფუტკარაძე.


 

 

big_banner
არქივი