logo_geo
მალხაზ გულაშვილი: რატომ, რატომ, რატომ, თქვე მართლა მაიმუნებო?!
- +

10 თებერვალი. 2017. 11:36


 

სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის „აზრის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადრე მიშა გვიტარებდა ექსპერიმენტს, მაიმუნი ქართველებისაგან ადამიანის გამოყვანას აპირებდა, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო: კესარიას, ბოკერიას, უგულავას, წიკლაურის, ბობოხიძის, ჩერგოლეიშვილის ნაზავი.

 

როგორც ჩანს, ექსპერიმენტი ქართველ ერზე კვლავაც გრძელდება. ახლა სულ საფუძვლიანად, თვით ზღაპრებიდან მოჰკიდეს ხელი ჩვენს გაშალაშინებას.

 

კითხვა ისმის ასე: რატომ, რატომ, რატომ, თქვე მართლა მაიმუნებო?! ეგებ სარკეში ჩაიხედოთ, ერთხელ მაინც, ან თუ სარკე არა გაქვთ, მდინარეში ან ტბაში ჩაიხედოთ და თუ მერე გავყვებით ამ მდინარის თუ ტბის ტალღებს, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!" - წერს გულაშვილი.




 

big_banner
არქივი