სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კველვითი ცენტრის „აზრის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ადრე მიშა გვიტარებდა ექსპერიმენტს, მაიმუნი ქართველებისაგან ადამიანის გამოყვანას აპირებდა, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო: კესარიას, ბოკერიას, უგულავას, წიკლაურის, ბობოხიძის, ჩერგოლეიშვილის ნაზავი.
როგორც ჩანს, ექსპერიმენტი ქართველ ერზე კვლავაც გრძელდება. ახლა სულ საფუძვლიანად, თვით ზღაპრებიდან მოჰკიდეს ხელი ჩვენს გაშალაშინებას.
კითხვა ისმის ასე: რატომ, რატომ, რატომ, თქვე მართლა მაიმუნებო?! ეგებ სარკეში ჩაიხედოთ, ერთხელ მაინც, ან თუ სარკე არა გაქვთ, მდინარეში ან ტბაში ჩაიხედოთ და თუ მერე გავყვებით ამ მდინარის თუ ტბის ტალღებს, თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!" - წერს გულაშვილი.