logo_geo
„არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების უთანასწორო განაწილება“
- +

29 მაისი. 2019. 16:54

 

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი სკოლისა და ბაღის დირექციას, ასევე, პედაგოგებს აფრთხილებს, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანასწორობის პრინციპის დაცვით გადაუნაწილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას რეაგირება მოჰყვება.

 

„არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.

 

როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.

 

საერთოდ არ ვხუმრობ ამ თემაზე. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ. ასეთ სიტუაციებში ბავშვები, ფაქტიურად პირველად სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ“, - წერს არგანაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი