logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ყველა, ვინც სახელმწიფოსა და ხალხის ფულს იპარავს, დასაჭერია!
- +

31 მაისი. 2019. 12:38

 

 

„არავის დაჭერა და ციხე არ მიხარია, „რესპები“ იქნებიან ისინი თუ „ნაცები“, მაგრამ ყველა ის, ვინც სახელმწიფოსა და ხალხის ფულს იპარავს, დასაჭერია...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისე, საინტერესოა, ის ცნობილი ქურდები და ოხრები, ძმები ჩხენკელები, ამ სიბინძურიდან ისევ სუფთად გამოძვრნენ და თავიანთი ბინძური ხელები ისევ სხვას, ერმაკოვსა და კიდევ რამდენიმეს შეახოცეს?..

 

იმედია, მათაც მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისგება და ამ ქვეყანაში, იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს შერჩევითი სამართალი და კანონის წინაშე ყველამ თანაბრად აგოს პასუხი.. .იმედია, ამას მოვესწრებით...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი