logo_geo
„პიონერფილმი“ 60 წლისაა!
- +

31 მაისი. 2019. 17:03

 

„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პიონერფილმი“ 60 წლისაა! 1981 წელი. „თბილისური აისი-2“. 18 ქვეყნის და რესპუბლიკების დელეგაციები. ჟიურიში სოსო ჩხაიძე, ოთარ კობერიძე, ჭაბუა ამირეჯიბი.

მხიარულება, მეგობრობა და კინოპროექტორების გუგუნი.

ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ჩოჩორი“ იყო. რატომ? იგი ისეთივე ჯიუტია, ისეთივე შრომისმოყვარე, ისეთივე გამძლეა და ისეთივე ლამაზი თვალები აქვს, როგორიც კინომოყვარულს. წყნეთიდან სპეციალურად ჩოჩორიც კი ჩამოვიყვანეთ. ბევრს არც ენახათ და სურათებს იღებდნენ.

წელს ოქტომბერში მე-13 ფესტივალს ჩავატარებთ.

მთავარი პრიზი ისევ „ჩოჩორია“, რომელსაც გია კერესელიძე ამერიკაში ამზადებს.

„პიონერფილმს“ გაუმარჯოს“, - წერს გრიგოლ ჩიგოგიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი