logo_geo
გრიგოლ ჩიგოგიძე: ეს ბატონი შალვა ბერიანიძეა, სასახლის დირექტორი XX საუკუნის 50-იან წლებში, ყველა ბავშვის საყვარელი ადამიანი...
- +

31 მაისი. 2019. 18:47

 

 

„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„1941 წელს, 2 მაისს, რუსთაველი პროსპექტზე გიხსნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე.

 

ეს ბატონი შალვა ბერიანიძეა, სასახლის დირექტორი XX საუკუნის 50-იან წლებში, ყველა ბავშვის საყვარელი ადამიანი.

 

მან ჩამოაყალიბა სასახლის გუნდი, რომელიც წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მის დროს გამოვიდა გაზეთი „გაზაფხული“, გაიხსნა ინტერკლუბი, კინომოყვარულთა სტუდია „პიონერფილმი“.

 

სადაც არ უნდა ყოფილიყო შალვა ბიძია, ყოველთვის სასახლის დიდი გულშემატკივარი იყო.

 

ბატონი შალვა მეუღლესთან და პიონერფილმელებთან. 2004 წელი“, - წერს გრიგოლ ჩიგოგიძე და შემდეგი სახის ფოტოებს აქვეყნებს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი