logo_geo
თამარ მამაცაშვილი: მარადისობას შეუერთდა ჩვენი ხათუნა ჩიმაკაძე...
- +

2 ივნისი. 2019. 02:23

 

 

ჟურნალისტი თამარ მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გვიანობამდე მიწევდა ხოლმე ოფისში ყოფნა, ხათუნა კი ღამით მოდიოდა და უყვარდა ჩემთან ამოსვლა, აქ ხარ თამრიკუნაო? - გაუბრწყინდებოდა ხოლმე თვალები, რომ დამინახავდა, ჩამოჯდებოდა მერე და მიყვებოდა თავის ტკივილზე, სიხარულზე, თავის წარსულზე, ოჯახზე, მოძღვარზე, სამსახურზე... იყო ძალიან კარგი ფილოლოგი, მახვილი თვალის პატრონი და გამომცემლობაში საქმე არასოდეს აკლდა, მაგრამ სულ მეუბნებოდა: რელიგიურ ლიტერატურასთან მუშაობა ჩემთვის განსაკუთრებული ბედნიერებაა და თუ რამე გამოჩნდეს, უხელფასოდაც ვიმუშავებო. წლების წინ „კარიბჭესთან“ თანამშრომლობდა, მას შემდეგ ჩვენი ოჯახის წევრი გახდა... და დავდიოდით, სად აღარ დავდიოდით ერთად... როგორ ოცნებობდა ტაოკლარჯეთზე და როგორ მიხარია, რომ მოვასწარით ამ ოცნების ახდენა.

 

დღეს მარადისობას შეუერთდა ჩვენი ხათუნა (ნატალია) ჩიმაკაძე.

უფალს ვთხოვ, შეიწყალოს და დაამკვიდროს მისი სული სასუფეველში...

გმადლობ ყველაფრისთვის, ხათუნა, ძალიან მეტკინა შენი წასვლა...“ - წერს თამარ მამაცაშვილი.

 

 áƒ—ამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

თამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

 

თამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

თამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

თამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

თამარ მამაცაშვილი-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი