logo_geo
ბაკურ სვანიძე: თავზარდაცემული ვარ!
- +

3 ივნისი. 2019. 03:06

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

საათზე მეტია ვფიქრობ ვწერო თუ არა - თქო!  მაინც დავწერ და თუ ვერ აწევს თქვენი

ტვინი იმის ზუსტად გააზრებას, აქ რა წერია, მაშინ კომენტარებსაც ნუ დატოვებთ!

თავზარდაცემული ვარ! სულ შემთხვევით შევყევი რაღაც ლინკებს და უცებ აღმოვჩნდი

რაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას დედის გვერდზე... თავი დავანებოთ იმ წყევლა - კრულვას რასაც იგი უთვლის იმ ქუთაისელ ქალბატონს - დამზაფრა ამან! როგორც არ უნდა

არასწორი იყოს ის ქალი ასეთი წყევლა - მაინც დაუშვებელია! თუმცა ამას მოვეშვათ -

გამწარებული დედააო, იტყვით...  

 

აი, გამწარებამდე მისი პოსტები ვნახე და... ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე პოსტი მაინც - რელიგიურ თემატიკაზე...

უფრო სწორად რელიგიის ამაზრზენი დაცინვა...  ვითომ “ირონია”... ტერმინები -

ამომრევლებული მართმადიანები” “ქრისტიანი ხარ თუ უქრისტო.” - და სხვა მსგავს ფორმებში ცინიკური გამოხტომები... პლიუს ამას, რაც ახასიათებს უწიგნურ შტერებს,

ისეთი ვითომ “ჩამჭრელი” კითხვები რელიგიაზე: „25 წლის ბიჭი კომადან გამოვიდა და

უფალმა  გადაარჩინაო - ეს ჩლუნგები იძახიან. 22 წლის გოგო რომ ვერ გამოვიდა კომიდან, ის რატომ არ გადაარჩინა მაგ თქვენმა უფალმა, დაიკიდაო” - ასეთი საუბარი... ნუ, ასეთ

ტუტუცებს ჰგონიათ, რომ ეს ბრძნული” კითხვები პირველად მაგათ მოუვიდათ თავში...

 

მეხუთე კლასშიც არ ვიყავი ეგეთ შტერობებს რომ ვფიქრობდი... მერე გავიზარდე, წავიკითხე რაღაცეები,  გავიგე, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საუკუნის  წინ ეს კითხვები უკვე დასმულია და აქ ახალი არაფერია! მაგრამ ასეთ უტვინოებს როგორ გინდა აუხსნა, რომ

მორწმუნეებს  სწამთ უფალი, ისეთი, როგორიც არის! მორჩა! ამას ჰქვია სწორედ რწმენა! რატომ გადაარჩინა უფალმა 25 წლის ბიჭი და რატომ არ გადაარჩნა 22 წლის გოგო. - ეს მხოლოდ უფალმა იცის!

შეუცნობელ არს გზანი უფლისანი”!

და ეს ან გწამს, ან არ გწამს! მორჩა! და ამაზე ტლიკინი არის სრული შტერობა! ჩემი შვილი 10 წლისაც არ იყო. როცა მსგავსი კითხვები დამისვა და მე ვუთხარი - შვილო, ეს არის რწმენა! შენ შეგიძლია არ გწამდეს! მაგრამ სხვას

არ უნდა დასცინო რწმენის გამო! არ უნდა აქციო ეს ირონიის საგნად! მე შენ არ გაძალებ რომ გწამდეს! შენც სხვას ნუ დააძალებ რომ არ სწამდეს!-  შესაბამისი ლიტერატურა  მივუთითე და ვუთხარი წაიკთხე ეს ყველაფერი და თავად გადაწყვიტე უნდა

გწამდეს თუ არა! მაგრამ სხვის არჩევანს მაინც არ დასცინო! მან ეს გაიგო და ჩემმა ორივე შვილმა ეს კარგად იცის...

 

მაგრამ მართლა ხშირად მიფიქრია, როდესაც იმ ტუტუცი სალომე ბარკერის რელიგიისადმი უხამს ვიდეოს ვნახულობდი - “დედამისმა (ასეთი ბავშვები რომ

უმამოდ იზრდებიან, ეს უკვე ზუსტად ვიცი), რომ ნახა  ეს ვიდეო მოეწონა. ნუთუ არ უთხრა, რომ შვილო ასეთი დაცინვა ადამიანების რწმენაზე არ შეიძლება” -  რა თქმა უნდა, ეს ქალი ამას არ ეტყოდა...

პირიქით - მოიწონებდა! და უკვე ვრწმუნდები, რომ ასეთი გაუზრდელი ადამიანები “შემთხვევით” არიჩითებიან” - მათ მამა არ ჰყავთ და დედა კი...  მოკლედ, აქ არაფერ შუაშია 16 წლის გოგონას სიკვდილი! მას მხოლოდ სამძიმარი და სხვა არაფერი! მაგრამ ეს ქალი წერს - უამრავი ადამიანი მოვიდაო!  უამრავი სიყვარული მივიღეო, სითბოო... და როგორ გგონიათ ქალბატონო - ყველა მათგანი გეთანხმებათ. ყველა მათგანს მოწონხართ და უყვარხართ. არა, ქალბატონო - უბრალოდ თქვენ ახლა უდიდესი ტკივილის მატარებელი დედა ხართ და...  და ჩვენ - “გამომრევლებულმა მართმადიანებმაЭ აი,  ასეთი გაზიარება ვიცით სხვათა ტკივილის!  სულ ესაა, სხვა არაფერი...  საოცრად ჩამწყდა გულში რაღაც...

არადა მართლაც ნიჭიერი გოგონაა სალომე... დიახ, სალომე ნიკოლეიშვილი! (და არა ბარკერი)... და შესაძლოა მართლაც სწორი გზით გნვითარებულიყო.... ფალმა  შემინდოს მეც ეს პოსტი“...

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი