logo_geo
მამა პეტრე კოლხი: ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა… ნუთუ ვერაფერი უნდა მოვასწროთ თვითმკვლელობის გარდა?!
- +

5 ივნისი. 2019. 11:47

 

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გემუდარებით, არაფრის გამო არ მოიკლათ თავი… ამით მხოლოდ შურს საკუთარ თავზე იძიებთ… გამოსავალი სულ არ არსებობს… ღმერთმა ყველაზე მთავარი გვაჩუქა-სიცოცხლე… გესმით?! ყველაფერზე ძვირფასია სიცოცხლე… ნუ დააჩქარებთ მოვლენებს… ამქვეყნიდან ისედაც ყველა გავდივართ… ყველას მოგვიწევს იმ გვირაბის გავლა, რომელიც ამ სამყაროში დაფარულია… იტირე, იყვირე, იკივლე, იდაყვები დაიგლიჯე, მაგრამ ფანჯარასთან გაბრაზებული ნურასდროს მიხვალ… ნურც ხიდის მოაჯირს გადაეყუდები… ნურც თოკს ჩამოჰკიდებ ხეზე… სირთულე არ არის მუდმივი… ის აუცილებლად გადაივლის, ჩამოგშორდება, თუ შეაშინებ, თუ შეუღრენ… თვითმკვლელობა ყველაზე შემზარავი განაჩენია… თუ თვლი, რომ გაუსაძლის მდგომარეობას გაურბიხარ, უფრო გაუსაძლის სიტუაციაში აღმოჩნდები… ჩვენი ცხოვრება ისედაც დილიდან საღამომდეა… ნუთუ ამ მოკლე ხანში, ვერაფერი უნდა მოვასწროთ, თვითმკვლელობის გარდა?!“ - წერს პეტრე კოლხი.

 

 

big_banner
არქივი