logo_geo
ნიკა კაცია: უსამართლობას არავის ვაპატიებ!
- +

11 თებერვალი. 2017. 02:22


 

„მეორე საზოგადოებრივის" ჟურნალისტი ნიკა კაცია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არასდროს ჩამითვლია, რომ მარტო ზენონ კაციას (ჩემი ბაბუა იყო) გამო უნდა მემუშავა საქართველოს პირველ ტელევიზიაში. მე მიყვარს ჩემი საქმე, ყოველთვის „ტელევიზიონშიკობა" მინდოდა, ყოველთვის ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი და ყოველთვის ვიცოდი, რომ ვიქნებოდი ეთერში. მე მინდოდა ეს და არა ვინმეს ხათრით. ძალიან მოვინდომე, ვისწავლე და დღესაც ვსწავლობ. ბევრი ვიწვალე, ბევრი ვიმუშავე, უხელფასოდ, დაბალ ხელფასზე და დღესაც საშუალოზე დაბალი ანაზღაურება მაქვს. ის რომ ზენონი ნომერ პირველი იყო, არის და იქნება, ეს სხვა საკითხია... მასზე მეტად არავინ მიყვარს და არავის ვაღიარებ. ხაზგასმით - ამ ტელევიზიაში, სადაც ახლა ვარ, ზენონის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოვედი და ძალიან ბევრი საქმის, ბევრი ადამიანის შეფასებისა და განვლილი ეტაპების შემდეგ არ მრცხვენია ვთქვა, რომ საქმეს მაღალი პროფესიული სტანდარტებით ვემსახურები, ვაკეთებ და ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ! შეგახსენებთ - ამ სივრცეში საქმიანობა, მედიაში ყოფნა და მუშაობა ჩემთვის ვალდებულება არ არის. მეტიც, ჟურნალისტობა, ჩემი, უპირველესი მოვალეობა მგონია და ჩემი საქმით ცხოვრების ბოლომდე, საკუთარ ქვეყანას ვემსახურები!

 

P.S. მხოლოდ ორ საკითხს განვიხილავ. პირველი - რაც დავიმსახურე, დაუმსახურებლად არ უნდა წამართვა და მეორე - უსამართლობას არავის ვაპატიებ!", - წერს  კაცია.




 

big_banner
არქივი