logo_geo
სანდრო ბრეგაძე: საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარებას ვერასოდეს ეღირსებიან!
- +

7 ივნისი. 2019. 19:30

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამერიკის საელჩოსთან ანტი-ლგბტ მიტინგი უდიდესი სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო გააძლიერებს, ხოლო ჩვენ წარმოგვაჩენს როგორც პრორუსულ ძალას! მიტინგები და პროტესტი უნდა გაიმართოს საქართველოს მთავრობასთან, მმართველი პარტიის ოფისთან, ე.წ. ლგბტ-პრაიდის ორგანიზატორთა შტაბთან! თუ ვინმეს სურს კრემლში ქულების ჩაწერა, ჩვენ ამისთვის ვერ გამოვდგებით, რადგან „ქართული მარში“ არცერთ უცხო ქვეყანასთან კეკლუცს და თავის მოწონებას არ აპირებს! ნუ მიგყავთ საქმე ჩვენი ბრძოლის მარგინალიზაციამდე! ნუ გსურთ წარმოაჩინოთ, რომ ეს არის ბრძოლა პრორუსულ და პროდასავლურებს შორის! ჩვენთვის ყველა „პრო“ მიუღებელია, მხოლოდ ქართული, ქართული! ეს არის ბრძოლა ქართველებსა და სოდომის ცოდვით დამძიმებულ სატანისტებს შორის, რომელშიც, უფლის წყალობით, ღვთისმშობლის მფარველობით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით გავიმარჯვებთ! საქართველოში გეი-აღლუმის ჩატარებას ვერასოდეს ეღირსებიან!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი