logo_geo
შალვა ოგბაიძე: მივესალმები და მხარს ვუჭერ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ამ სიახლეს
- +

7 ივნისი. 2019. 22:33

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ობგაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღევანდელი მედია-სივრცე აჭრელებულია ნეგატიური განცდის შემცველი სათაურებით:

მართვის მოწმობის გამოცდის საფასური იზრდება.

მოდი ვნახოთ ,,ვენახი'':

მე ვსვამ კითხვას-როდესაც კონსერვატორიას ამთავრებას სტუდენტი ფორტეპიანოს განხრით -მან გამოცდაზე ორი ხელით დაკვრა უნდა შეძლოს თუ არა?

რა შუაშია?

ახლავე აგიხსნით:

მართვის მოწმობის აღებისათვის საჭირო გამოცდამ უნდა დაგვარწმუნოს, რომ მძღოლობის პრეტენდენტი ფლობს ავტომობილის უსაფრთხო მართვის საკმარის უნარებს.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრა? როგორ დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია ,,საცობში'' სიარული? როგორ დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია ავტობანზე სიარული? როგორ დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია სიტუაციის გაანალიზება და მოუწესრიგებელ გზაჯვარედინზე გავლის პრიორიტეტულობის განსაზღრა? როგორ შეუძლია მას შუქნიშნიან გზაჯვარედინზე გავლა? როგორ შეუძლია მას უკუსვლით გონივრულად სწრაფად პარკირება (ისე რომ არ ,,შეაგუბოს'' მოძრაობა)? როგორ შუძლია მას მოულოდნელად წარმოშობილი დაბრკოლების დაძლევა? როგორ შეუძლია მას სამოძრაო ზოლიდან მეორე სამოძრაო ზოლზე გადაწყობა ისე, რომ არ შექმნას საავარიო სიტუაცია?

ეს გახლავთ მცირედი, იმ მოთხოვნებიდან, რაც წაეყენება მძღოლობის პრედენდენტს მართვის მოწმობის უნარების შემოწმებისას.

ახლა მთავარი:

სად და როგორ შეიძლება ზემოთჩამოთვლილი უნარების შემოწმება? დახურულ მოედანზე ტაატით მოძრავი ავტომობილით? კი მაგრამ ეს ხომ უკვე ,,გავიარეთ'' და ვერაფერი მოვუხერხეთ ავარიებში დასახიჩრებულთა და დაღუპულთა ძალიან მაღალ რაოდენობას.

დასკვნა:

ავტომობილი არ არის სათამაშო!

სარეცხი მანქანა რომ სარეცხი მანქანაა, იმასაც კი ,,ჩემ სიგრძე'' სწორი ექსპლუატაციის და უსაფრთხოდ მოხმარების წესები მოყვება.

ხოლო ავტომობილი მსოფლიოში მიჩნეულია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის (აღარაფერს ვამბობ გარემოზე მიყენებულ ზარალზე) მომეტებული საფრთხის შემცველ საგნად და მისი მართვა ცოდნასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასთანაც არის დაკავშირებული.

მთავარი:

სამძღოლო გამოცდა უნდა ჩატარდეს რეალურ საგზაო პირობებში!

მე მივესალმები და მხარს ვუჭერ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო ამ სიახლეს.

P.S. ეს სიახლე იმპულსს მისცემს მაღალკვალიფიციური პედაგოგ-ინსტრუქტორებზე და ავტოსკოლებზე მოთხოვნის გაჩენას, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით” - წერს შალვა ოგბაიძე.

 

 

big_banner
არქივი