logo_geo
„მივიღე გადაწყვეტილება...“ - ნატო გელაშვილი ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე უარს აცხადებს
- +

8 ივნისი. 2019. 20:40

 

კომპოზიტორ ნატო გელაშვილს რამდენიმე თვის წინ ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. ორიოდე დღის წინ კი ნატო გელაშვილმა facebook-ში დაწერა, რომ ის ამ ჯილდოზე უარს აცხადებს.

 

„მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა ბორჯომის საპატიო მოქალაქეობაზე. ტიტულების მოტრფიალე არასოდეს ვყოფილვარ. ქალაქ ბორჯომს და ჩემს ხეობას საპატიო მოქალაქეობა და შვილობა ისე გავუწიე, როგორც ჩემს წესსა და ზნეს ეკადრებოდა. მთელი 20 წლის მანძილზე. ვყოფილიყავი სასარგებლო ჩემი ქალაქისა და ხეობისათვის - ცხოვრებისეულ მოვალეობად ვატარე ამდენი წელი. გამიგონია ქალაქზე არ ითქმის, კედლები არა აქვსო, თუ მას აგურის ნაცვლად ვაჟკაცები არტყია გარს. ადამიანს აქვს უფლება არ იყოს მეცნიერი, მაგრამ არ იყოს მისი ქვეყნის შვილი, ამის უფლება მას არ გააჩნია. ადამიანს გონებისაკენ მხოლოდ გამოცდილება მიუძღვება. აზროვნება ყველაზე კეთილი გზაა, გამოცდილება ყველაზე ძნელი. ჩემი ღირსების დამამცირებლად მიმაჩნია იმ ადამიანებისთვის ანგარიშის გაწევა, რომელთაც ჭუჭყიანი ხელების ფათური სხვის საქმეში ხელობად გადაუქცევიათ და მათი ყოველდღიურ ცხოვრების წესად ქცეულა. ყოველივე გაივლის, ყოველივე გაქრება: ძალა-უფლება, გენიოსობა…

 

ყველაფერი მიწად იქცევა, მხოლოდ კეთილი საქმე სულდგმულობს დიდხანს და რჩება. ზოგჯერ, სადაც ჭკუა სცდება და ტყუის, იქ გრძნობაა მართალი. ახლა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას ის, რომ მერქვას იმ ბორჯომისა და იმ ხეობის საპატიო მოქალაქე, რომელსაც აგურის ნაცლად ვაჟკაცები აღარ არტყია გარს“, - წერს გელაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი