logo_geo
„დაგვეხმარეთ ლაქის პოვნაში“ - ანიტა რაჭველიშვილი 1000-ლარიან ჯილდოს აწესებს
- +

9 ივნისი. 2019. 00:50

 

ქართველი  საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაკარგული ძაღლის მპოვნელისთვის 1000 ლარიან ჯილდოს აწესებს. ჰასკი სახელად ლაქი დაახლოებით 19 დღის წინ ორთაჭალაში დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ ძაღლი ანიტა რაჭველიშვილს არ ეკუთვნის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, რომ ძაღლის პატრონი ნინიკო ჩოქურია, რომელმაც სამართალდამცავებს ძაღლის პოვნის თხოვნით უკვე  მიმართა.

 

„გთხოვთ წაიკითხეთ! ნუ გაატარებთ! ეს ლაქია და ეს კი ნინიკო, რომელიც უკვე მე-19 დღეა ლაქის ეძებს!

 

გთხოვთ თუ ვინმემ დაინახეთ შეგვატყობინეთ! ძალიან მნიშვნელოვანია! დააკვირდით ლაქის როგორი თეთრი „ნიღაბი“ აქვს ლამაზ სახეზე, არ გავს ყველა ჰასკის! დაგვეხმარეთ გთხოვთ! მე ჯილდოს ვაწესებ 1000 ლარის ოდენობით და ვინც მოგვიყვანს აუცილებლად გადაეცემა ეს ჯილდო! დაგვეხმარეთ ლაქის პოვნაში გთხოვთ! საპატრულო პოლიცია დაგვეხმარეთ!

 

ვიღაცამ მოიპარა და ჩაკეტილი ჰყავს სავარაუდოთ, დაგვეხმარეთ! ვიცი, რომ სთხოვა დახმარება ნინიკომ პოლიციას და საერთოდ არც კი დააინტერესათ რაზე საუბრობდა! ვალდებულები ხართ დაგვეხმაროთ!“ - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი