logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე „ნაცებზე“: მესმის, რომ „მაინორ იშშუა“, მაგრამ არ მჯერა ასეთი ტრანსფორმაციის
- +

11 თებერვალი. 2017. 19:19



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ნაცები" და ნეონაცები აკრავენ პლაკატს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წარწერა ღაღადებს -„არა მედიაზე შტურმს". ჯერ ვიფიქრე, რა ცინიზმია მეთქი, მას შემდეგ, რაც მათ ერთად გაუკეთეს მედიას ამ ქვეყანაში, რაც გაუკეთეს „იმედს" და „იბერიას". აი, რა იყო შტურმით აღება!!!... ამათ ნამდვილად არა აქვთ ასეთი მოწოდების უფლება მეთქი.

 

მერე ვიფიქრე, იქნებ და ეს პლაკატი სხვანაირად უნდა მივიღოთ? იქნებ და გაუნათდათ გონება და საზმაუს შენობაში გუშინდელი შეჭრის შემდეგ ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მედიაზე შტურმი მართლაც დაუშვებელია და მორიგი შეცდომა აღიარეს ამით? მესმის, რომ „მაინორ იშშუა" და „თეიკითიზი" უნდა, მაგრამ მე არ მჯერა ასეთი ტრანსფორმაციის", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.


 

big_banner
არქივი