logo_geo
რუსუდან შარაძე: პატარა ისტორიის მოყოლა მინდა, რომელიც, ცოტა არ იყოს, მაწუხებს…
- +

10 ივნისი. 2019. 21:13


აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

რამდენჯერ მითქვამს, რომ 2012 წლის შემდეგ, ვისთან ერთად არ მიმგზავრია, მაგრამ არ ვიმჩნევ ხოლმე. ერთხელ მომინდა დავით ბაქრაძესთან ჟესტიკულაციის ენით გაოხუნჯება, ეს იყო და ეს. ამაზე ბევრი გვიმსჯელია კიდეც, რომ არამზადები და მკვლელები, იმის მაგივრად, შინიდან თავს ვერ ჰყოფდნენ (პასუხისგებაზე რომ აღარაფერი ვთქვა), სარგებლობენ ჩვენი თავშეკავებითა თუ კულტურით და სულ გადაიარეს თავზე.

შეეჩვიეთ, ხომ. ვაღიარებ - მე შევეჩვიე.

 

მოკლედ, პატარა ისტორიის მოყოლა მინდა, რომელიც, ცოტა არ იყოს, მაწუხებს:

ამასწინათ, თბილისის რეისზე, ხელისგაწვდენაზე მეჯდა გია ნოდია. გეხსომებათ მისი დედ-მამის ბზრიალი, რასაც მამაჩემი უშვრებოდა. ნუ ახლა არ გადავირიე სიხარულით, მაგრამ რაღა დროს ეგ ბებერი მარქსია...

ტუალეტში რომ გავდიოდი, იქვე, თვალი თვალში გავუყარე გიგი წერეთელს, რომელმაც სასწრაფოდ დახუჭა მხედველობის ორივე ორგანო. რა სისულელეა, ვიფიქრებდი, თვლემს-მეთქი, მაგრამ აშკარად, ძალიან მოუვიდა. ჰოდა, ასე დაჭიმულს, გვერდით რომ ჩავუარე, ყურში ჩავჩურჩულეЖ - მოუჭირე, გიგი, მაგრად მოუჭირე თვალებს, გამარჯობა რომ არ მითხრა-მეთქი.

დედას გეფიცებით, ეს რა დაკარგა ქართულმა სცენამ - დაიწყო ფართხალი, ვითომ შეშინდა მძინარე.

გავსკდი სიცილით.

 

გიგის პირადად ვიცნობ, არც მახსოვს საიდან და რამდენი ხანია. ჩემი ძმები უკეთ იცნობდნენ. მამამისი გიჟდებოდა მამაჩემზე და კარგი, მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდათ. მთლად უმცროსი მეგობარივით არ იყო, მაგრამ კოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდათ მამაჩემს და გიგისაც.

მოკლედ, გევეხუმრე რაა, არც მიფიქრია აგრესია...

ბარგზე რომ ჩავედით, დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე. მოვიდა და დაიწყო თავის მართლება, თან მჟავე სახით, რომ თითქოს, ეძინა და ლამის გული გაუსკდა ყურში რომ ჩავძახე და ა.შ...

 

მეც არ ვიცი, როდის დგება ხოლმე ის წამის წამის წამი, როდესაც მე მე არ ვარ, ან პირიქით, მე ვარ მე1 ამას მარტო გურულები გამიგებენ, რადგან აი, ამ წამის მეასედს რომ ვაკონტროლებდეთ, მსოფლიოს ფეხქვეშ გავიგებდით. იქ რა დატრიალდა რომ მოვყვე, ძალიან არ მინდა, რადგან “ვაშკაცი“ ქალები მძულს და მრცხვენია, როცა მათ ვემსგავსები.

თუმცა, მომხდარი არასდროს დაავიწყდებათ იქ მყოფ ადამიანებს, მათ შორის, ბატონ ბებერ მარქსს.

 

ჩემმა ჩემოდანმა აღარ და აღარ გამოაღწია, ისევე, როგორც ნოდიას ბარგმა... და რა ჰქნა ამ „როსკიპმა, ბოზმა დიაცმა“. - მთელი ამ ხნის მანძილზე, გვერდზე მედგა, მხრითაც კი მეხებოდა და ამით, პროვოკაციაზე მიწვევდა შვილისტოლა ქალს.

არაფერი შემიმჩნევია. ასეთ კახელ ვირადაც ვიქცევი ხოლმე, თუმცა კახური წვეთი სისხლი არ მაქვს:

 

აი, ამათი სახე, ეს არამზადები!

 

P.S გიგის რაც შეეხება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვწუხვარ. უკან რომ დამაბრუნო, იქნებ, უხმოდაც გამევლო... უკვე, აღარ ვიცი, რა ჯობია. ის კი ვიცი, რომ ჩემ მიერ გამოხატული ნებისმიერი აგრესიის შემდეგ, ცამდე მართალიც რომ ვიყო, მე თვითონ ვკვდები - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი