logo_geo
ნინო ჯღარკავა: ზოგს მშობლები „კათარზისში“ რომ გყავთ მიგდებული, ეგეც არ დაგავიწყდეთ გინებისას!
- +

11 ივნისი. 2019. 15:40

 

 

„რა ავადმყოფი ერიც ვართ, აგერ გამოვლინდა - ზოგს მშობლები „კათარზისში“ რომ გყავთ მიგდებული, ეგეც არ დაგავიწყდეთ გინებისას!“- ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოების პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანს ქალიშვილმა დაბადების დღე „ფეისბუქით“ მიულოცა:

 

„რა ავადმყოფი ერიც ვართ, აგერ გამოვლინდა, მთელი სოციალური ქსელი განიხილავს, როგორ გაბედა ნათია კიტოვანმა და მამას „ფეისბუქით“ მიულოცა დაბადების დღე და თენგიზ კიტოვანს „ჩემო კეთილო“ უწოდაოო. თქვე მართლა ო...ტებო, შვილმა მამას რომ მიულოცა და უყვარს მამა, თქვენ უნდა გკითხოთ, როგორ მიულოცავს? მერე გიკვირთ, რატომ არ გვეშველება არაფერი. დიახ, არასდროს არაფერი არ გვეშველება და ეს სიძულვილი დაგვანგრევს! წერტილი!

 

P. S. ზოგს მშობლები „კათარზისში“ რომ გყავთ მიგდებული ეგეც არ დაგავიწყდეთ გინებისას!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი