logo_geo
გიორგი უძილაური: სულ ესაა? ვიღაცეები სარგებლობდნენ ორი დაზღვევით, 1 მარტიდან სიები გადაიხედება და მორჩა?
- +

11 თებერვალი. 2017. 19:19


 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 1 მარტიდან ის ადამიანები, ვინც საგებლობდნენ კერძო და საყოველთაო დაზღვევის პაკეტით, ისარგებლებენ მხოლოდ საყოველთაო დაზღვევით.


ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„სულ ესაა? ვიღაცეები სარგებლობდნენ ორი დაზღვევით, 1 მარტიდან სიები გადაიხედება და მორჩა? არ მგონია, რომ ასე მარტივად დასრულდეს ეს ისტორია. ორმაგი დაზღვევის სიები ყველაზე მეტ სარგებელს აძლევდა სადაზღვეოებს (და მათივე მფლობელობაში არსებულ კლინიკებსა და ფარმაცევტიკას), რომლებიც თავის კლიენტებს სახელმწიფოს ხარჯზე ემსახურებოდნენ. ძალიან მაინტერესებს, რამდენი მილიონი დაზოგეს მათ და რამდენი გაკოტრების პირას მისული სადაზღვევო გამილიონერდა ამ სიებით. მოკლედ, სერიოზული აუდიტი და გამოძიებაა ჩასატარებელი და შედეგები გამოსაქვეყნებელი", - წერს გიორგი უძილაური.




 

big_banner
არქივი