logo_geo
რუსუდან შარაძე: ქართველებს რა დანაშაული გვაქვს ასეთი? ვერ გავიგე!
- +

12 თებერვალი. 2017. 02:52


 

გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ სტატუსს აქვეყნებს:


„დარჩა რამე, რასაც ე.წ. განათლების მინისტრის კოტიტა ხელი არ შეეხო? ახლა რომ სასაცილოდ არ მეყოს მისი ქონიანი და მსუქანი გენეტიკა, უფრო ცუდი ტიპი ვიქნები, ვიდრე ის, არა?

 

ვერ გავიგე, რას ემართლებიან ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საუკუნეების წინ, რა უნდა ექნა ქართველ კაცს, რაზე ექადაგა - იაღოვურ ჭეშმარიტ რწმენაზე, ევროინტეგრაციაზე, გენდერულ თანასწორობაზე, თუ რაზე? კარგი არაფერი არ მოიძებნება ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, აღნიშვნად რომ ღირდეს?

 

პროგრესი და თანამედროვეობა საჭირო კი არა, აუცილებელია! ახალი დაწერონ, უკეთესი, მაგრამ შეეშვან წარსულის გინებას, აბუჩად აგდებას! ახალ თაობას ნუ უჩენენ საკუთარი წარსულის კომპლექსს, წარსულის, სადაც ცუდზე მეტი, კარგი მოიძებნება!

 

არის რაღაც, ხელშეუხებელი. ვინც მას შეხებია, თუ როგორ დაუმთავრებია, შეუძლიათ, გადახედონ ისტორიას და არამარტო, საქართველოს ისტორიას. კარგად გაიხედ-გამოიხედონ და თუ სხვაგან რამე უკეთესს ნახავენ, გადმოიღონ, შეურწყან ჩვენსას. ეს ისეთი ბუნებრივი პროცესია, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება, მითუმეტეს, რომ ქართველს ვერავინ დაასწრებს ახლის ათვისებას, ასეთია მისი ბუნება, უნდა თუ არა ეს ვინმეს.

 

რა ქნას გერმანიამ, ზღაპრებში კი არა აგერ, 20 წლის გამოტოვებით, ორი მსოფლიო ომი გააჩაღა და სისხლში ჩაახრჩო ნახევარი მსოფლიო?! ჰიტლერის კომპლექსიდან დღემდე ვერ გამოსულა გერმანელი, მაგრამ აბა, გაუბედეთ და ირონიულად გადაუკარით სიტყვა იმაზე, რაშიც რეალურად დამნაშავეა მისი ქვეყანა. ქართველებს რა დანაშაული გვაქვს ასეთი, რომ ამდენ ლანძღვა-გინებას, დაცინვას და ლაზღანდარობას თავდახრილი ვხვდებით, ვერ გავიგე!" - წერს რუსუდან შარაძე.



 

big_banner
არქივი