logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: რომელ ნორმალურ ადამიანს, შეიძლება მოსწონდეს აგრესიული ნიკა გვარამია, როგორც ხელმძღვანელი და მენეჯერი?..
- +

14 ივნისი. 2019. 18:43

 

„სამწუხაროა, როცა ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ ადამიანებს, ეტყობა, აზროვნებაშიც ეწყებათ გარღვევა...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აბა, რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება მოსწონდეს, მჩხავანა და აგრესიული ნიკა გვარამია, როგორც ხელმძღვანელი და მენეჯერი?.. კაცი, რომელიც მთელ ქვეყანას, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ გვაგინებს?!. ეს არის მოსაწონი, თუ ის, რომ მის არხს მილიონობით ვალი აქვს ბიუჯეტის და რომ არ უხდის? ანდა თანამშრომლებს ხელფასებს რომ უნახევრებს, ანდა რომ არ აძლევს, ასევე, ზენიტში ასული რეიტინგული არხის ავტორიტეტი, საბოლოოდ ფსკერამდე რომ დაიყვანა, თუ გვარამიას ტანადობა და ცხვირ-პირი მოსწონს, ასე ძალიან?..

 

ჰოდა, მართლა, ძალიან, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, ამდენი მოღალატე და არასტაბილური პოზიციის ადამიანები, მთელი ოჯახებით და მათი ნათესავებით, თანამდებობებზე რომ დანიშნა... იქაც რომ მილიონები მოიპარეს, მერე ხახვივით რომ შერჩათ და ახლა ნიკა გვარამიასთან სასიყვარულო ტკბობაში რომ უთენდებათ და უღამდებათ... ამ მართლა ქოცნაცურცლებს, ნაციონალებთან ერთად... არავის ცუდი, მართლა არ მიხარია, მაგრამ უფალი ყველას გადაუხდის სამაგიეროს, უმადურობა და ღალატი არავის შერჩენია და არც გვარამიას ფანებს შერჩებათ... ცხოვრება წინ მიდის და დრო ყველაფერს გვიჩვენებს...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

big_banner
არქივი