logo_geo
ირმა ინაშვილი „ნაციონალებს“: კარგად მიიკარით წინა იარუსზე! სწორედ თქვენ უნდა შეგახსენოთ ყოველდღიურად...
- +

12 თებერვალი. 2017. 17:45



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა 10 თებერვალს საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა:

 

„ძალიან გიხდებათ აი ეს ლოზუნგი. არა მედია შტურმს! კარგად მიიკარით წინა იარუსზე იმიტომ, რომ სწორედ თქვენ უნდა შეგახსენოთ ყოველდღიურად, არა მედია შტურმს! თქვენ 40-ზე მეტი ტელე-არხი წაართვით მესაკუთრეებს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ერთ-ერთი ტელევიზია წაართვით და ჩემი ცხოვრების ათი წელი დავხარჯე იმისთვის, რომ ეს ტელევიზია დამებრუნებინა ადეიშვილის, სააკაშვილის და თქვენი წართმეული ტელევიზია. თქვენი დაცვა არ სჭირდება ქართულ ჟურნალისტიკას! ამ დარბაზში არის ხალხი, ვინც ქართულ ჟურნლისტიკას ღირსეულად დაიცავს.თავისუფლად შემიძლია ვთქვა, როგორც ჟურნალისტმა, რომ დღეს გაცილებით თავისუფალია მედია სივრცე, ვიდრე თქვენი მმართველობის პერიოდში იყო. სხვათაშორის მომავალ სხდომაზე მე მოვიტან პლაკატს და პირდაპირ წინ მიგიკრავთ და ამ პლაკატზე ეწერება „გასამართლდნენ „ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ლიდერები!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.



 

big_banner
არქივი