logo_geo
სოფო ბათილაშვილი: „თუ ოდესმე შვილი მეყოლება და ის 8 წლის ასაკში პატრიოტულ ლექსებს წაიკითხავს აღტკინებული მიმიკა-ჟესტიკულაციებით, ჩავთვლი, რომ ცუდი მშობელი ვარ...
- +

17 ივნისი. 2019. 23:48

 

 

მომღერალი სოფო ბათილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თუ ოდესმე შვილი მეყოლება და ეს შვილი 8 წლის ასაკში პატრიოტულ ლექსებს წაიკითხავს აღტკინებული მიმიკა-ჟესტიკულაციებით, ჩავთვლი, რომ ცუდი მშობელი ვარ.

რა იცის ბავშვმა სამშობლო და ხანჯლის ტარი, რატომ ვუსპობთ ბავშვობას, ხან კიდევ, ამ სამგლოვიარო სიმღერებს რატომ ვამღერებთ, ან გაზეთი არა გვაქვს, დალოცვილებო, ან იუთუბი?!

სამშობლო სხვანაირადაც შეუყვარდება, თავისით საპირფარეშოში მოთავება ისწავლოს ბავშვმა ჯერ.

ამ დილაადრიან, თან ჩემს დაბადების დღეზე რომ ამ აზრებს გიამბობთ, შავ-ბნელ მიზნებს არ ემსახურება, ძვირფასნო” - წერს ახალგაზრდა მომღერალი.

 

 

big_banner
არქივი