logo_geo
ოთარ აბესაძე: ასე ვიშოვე 3 ლარით 15 ლარი...
- +

12 თებერვალი. 2017. 19:44


 

„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში პირველ ხელფასთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„პირველი ხელფასი - უფრო პირველ „ბიზნესს" დავარქმევდი.

 

ვიყავი 8 წლის. დავიბადე და გავიზარდე იტალიურ ეზოში. ჩემი მეზობლის შვილებისგან ვიყიდე 3 ცალი ძველი გადაგდებული ტელევიზორი თითო 1 ლრად და 10 ცალ ATARI - ს „ნაკლეიკად" (ჩინ - გან - ჩუ ჯე - ი - რა -ნი ვისაც ახსოვს მიხვდება) ანუ 3 ლრად და 30 „ნაკლეიკად". ვიცოდი, რომ შიგნით იყო სპილენძი.

 

დავშალე, მერე რა, რომ ხელიც გავიჭერი. ამოვიღე სპილენძის ბევრი მავთული, გავაკეთე სამი დიდი სპილენძის ბურთულა და ჩავაბარე დომენტი ბაბუსთან ვერცხლის ქუჩაზე - კილო 2.5 ლარად. გამოვიდა 6 კილო. ესე მძიმე იმიტომ, რომ ეს ბურთები მოცულობით დიდი იყო და შუაში ტელევიზორის ეკრანის მაგნიტი ჩავუდე.

 

ასე ვიშოვე 3 ლარით 15 ლარი", - წერს აბესაძე.


 

big_banner
არქივი