logo_geo
მანჩო გიორგობიანი ლევან ვასაძეზე: ისე გამოიარა 90-იანები დანა და იარაღი არ დებია ჯიბეში...
- +

19 ივნისი. 2019. 01:00

 

მანჩო გიორგობიანი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მისი ბავშობის მეგობარის ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ წერს:

 

 

ჩემო მეგობრებო, ცოტა რაღაცეებს გეტყვით ჩვენი ბავშვობიდან და მერე, როგორც გინდათ ისე განსაჯეთ, (ოღონდ -ლანძღვა -გინების გარეშე!) თორემ ვინც გინდათ, ის აკრიტიკეთ. არ იფიქროთ, თითქოს რამეს გიკრძალავდეთ!.. მე, ჩემსას ვიტყვი...

 

 

არ ვიყავი თბილისში, ტვ-საც არ გავკარებივარ, ფბ-საც ოდნავ გადავავლე თვალი, ეხლა ვაპირებ რაღაც- რაღაცეების გადახედვას. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ მე და ლევან ვასაძე, კიდევ ბევრი ჩვენი მეგობარი, ერთად მოვდივართ ბავშვობიდან... ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად და შესაბამისად, ძალიან კარგადაც ვიცნობთ ერთმანეთს... ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ვასაძის ლაპარაკი, ზოგი ფიქრობს რომ სპექტაკლია, ზოგი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლა უნდა, ზოგი აქებს, ზოგი ლანძღავს, ზოგი ადიდებს... მაგრამ მე კი, გეტყვით, რომ ლევან ვასაძე არასდროს ყოფილა ყალბი, არასდროს უთამაშია “პატრიოტი”, არასდროს უყურებს ვინმეს “ვიგოდნიკურად”... 35 წელიწადია ვიცნობ და ლევანის ტყუილი მე, არ მახსოვს... არასდროს მახსოვს, რომ ვინმესთვის ეღალატოს, ყოველთვის სამართლიანი იყო და სუსტების დამცველი, ჩხუბიდან არასოდეს გაპარულა, არავინ მიუტოვებია და მეტოქესთვის ზურგი არ შეუქცევია... ყოველთვის კარგად სწავლობდა და უამრავს კითხულობდა, კითხულობდა აკრძალულ ლიტერატურასაც.... ჩვენს ბავშვობაში “მოდა” იყო ნაკითხობაზე, ხშირად ვარჩევდით ახალ-ახალ, საზღვარგარეთიდან “შემოპარულ” გენიოსებს, მაგრამ ლევანი, უზომოდ განათლებული, ყოველთვის განსაკუთრებით აღმერთებდა ქართველ მწერლებს და ყველაფერს ქართულს... შედარებებშიც, უპირატესობას აძლევდა საქართველოს უნიკალურ კულტურას.. აუცილებლად, ხაზგასმით...

 

 

ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ეკლესიაში მორიდებულად შევდიოდით, ფოტოები რომ არ გადაეღოთ და მშობლებს პრობლემა არ შეჰქმნოდათ, ლევანი ყოველთვის თავაწეული და მხრებში გამართული შედიოდა ყველა ეკლესიაში.. ყველას ჯინაზე, ანთებდა სანთელს და ღიად იწერდა პირჯვარს და ლამის პირველი დისიდენტი” იყო ჩვენ თვალში, ყოველთვის ყველაფერი ქართულის დამცველი.. მეგობარ გოგოებთანაც მკაცრი იყო, ცოტა რომ წამოვიზარდეთ, გვიკრიტიკებდა ჩაცმულობას და გვიპროტესტებდა გადამეტებულ მაკიაჟსაც... ამაზე ხშირად ვიცინოდით, ხანდახან ვემალებოდით კიდეც, აუ, მოვა ეხლა და დაგვიწყებს “მორალის” კითხვას, ასე ვიტყოდით ხოლმე... მაგრამ სამაგიეროდ, ლევანთან ერთად სიარული არ გვეშინოდა, ყოველთვის ჩვენი დამცველი, მაგრამ ყოველთვის უიარაღო საშიშ 90-იანებშიც, სხვას , ზედმეტს არ გააბედინებდა არც მის მეგობრებზე , არც სხვის გამოსარჩლებაზე დაუხევია უკან, არავისთან! (სხვათა შორის არც “საძმოებს” აფეტიშებდა, თავისი სიმართლით გაჰქონდა)...

 

 

ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ბევრმა ჩვენმა მეგობარმა ბიჭმა მაიმუნობა დაიწყო, შემოიყარა დივერსიული ნარკოტიკიც (იმ პერიოდს განეკუთვნება c -გავრცელებაც) ლევანი ყოველთვის ფხიზელი და სპორტსმენი, გააფთრებით იბრძოდა ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის... მასთან ერთად, რამე არასწორის გაბედვა წარმოუდგენელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მერე , “მორალისტის მაღალი ტრიბუნიდან”, არ დაიზარებდა “ლექციის წაკითხვას”, ჩხუბს და დავიდარაბას ... რაც თავი მახსოვს ასეთი იყო, ასეთი არის და ასეთად დარჩება...

 

 

ემთხვევა თუ არ ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთისას, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეგვიძლია მივცეთ შენიშვნა, გავაკრიტიკოთ და ა.შ... მაგრამ ნამდვილად ძალიან მწყინს, როდესაც “მოღალატეს” ეძახიან ისეთი ადამიანები, ვინც არ იცნობს და დუგინთან ფოტო ყოფილა “პრობლემა” თურმე... მოუსმინეთ დუგინის ძველ გამოსვლებს და მოუსმინეთ 2019-შიც (იხ. ქვემოთ), რადიკალურად სხვა რამეს ლაპარაკობს ქართველებზე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს, ლევანის დამსახურებაა, და თვითონ დუგინიც ახსენებს ... (დუგინის “კაიკაცობაზე” არ ვლპარაკობ, მისივე გამოსვლები საქართველოზე, ორ წელიწადში, ცეცხლი და წყალივით რომ განსხვავდება, მხოლოდ ამას გავუსვი ხაზი...)

 

 

მეტყვით ეხლა, ფეხებზე გვკიდია დუგინიო... თქვენ თუ არ გაღელვებთ, პირადად მე და ბევრ ჩემს თანამოაზრეს, გვაინტერესებს, რას იტყვის ქართველებზე “კრემლის რუპორი” და ჰოი, საოცრებავ - სწორედ ასე გავიკვირვე დუგინის ახალი “ნარატივი” ქართველებთან და საქართველოსთან დაკავშირებით... ბევრ საინტერესო რამეს ამბობს.. პირადად მე, მომხრე ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სინჯოს მოლაპარაკებები, “ცდა ბედის მონახევრეაო” , ჭკვიან ხალხს უთქვამს.. მით უმეტეს ფინეთ-რუსეთის ურთიერთობების ისტორიასაც თუ გავითვალისწინებთ... (თუმცა ეს სულ სხვა პოსტის თემაა)...

და კიდევ, ისე, ცნობისთვის, 9 აპრილს , ლევან ვასაძემ ძალიან ბევრი ქალი გადაარჩინა, გამოიყვანა სახიფათო ზონიდან , იქამდე ირბინა წინ და უკან, ხელჩართული ბრძოლებით, სანამ უგონოდ არ დაეცა (ან გათიშეს) , ასე იპოვა დილით, მოვლენების ეპიცენტრში, საბჭოთა საქართველოს მილიციამ და იქედან გადაიყვანეს საავადმყოფოში... იქ იდგა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ეს იყო “ნაღდი”, რელიგიაშიც, ასე ვთქვათ, მაშინ “გადავარდა”, მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივად იცნობს მსოფლიო რელიგიების ისტორიასაც, ეს არ არის მერე შეძენილი თვისება, როდესაც ყველამ “აღმოვაჩინეთ” რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი “უნდა ვიყოთ”...

 

 

შემდეგ იყო სწავლა ევროპაში და როგორც საუკეთესო სტუდენტი, ასე დაასაქმა რუსულ-ებრაულმა ბიზნესმაც, თუმცა არც ეს ნიშნავს, რომ “კრემლის პროექტია” და ძალიან უხერხულია, როდესაც მამა პეტრე (კოლხი) ასე ხელაღებით აბრალებს “საკუთარი მიზნებსთვის ვინმეს გამოყენებას”, რაც სულ ცოტა, დიდი ტყუილია (არ ვიცი, რაში დასჭირდა ეს .. ვამჯობინებდი, რომ უბრალოდ შეცდომა იყოს, ვიდრე დაუსაბუთებელი ჭორაობა, მამაოსგან) ... ლევანს როგორც ესმის, ისე იბრძვის, და თუ ვინმე აჰყვა, მხოლოდ საკუთარი რწმენისთვის და არა იმიტომ, რომ ვინმემ “გააბრიყვა გულწრფელი ადამიანები”, ჯერ ერთი , ამ ათასუბედურება გამოვლილ მამაკაცებსაც ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, ბავშვი არავინ არის, ყველა საკუთარ საქციელზე ვაგებთ პასუხს .. რადგან მივიდნენ და დაუდგნენ, ე.ი. გააზრებული აქვთ რაღაც, შესაძლოა ჩვენზე ბევრად მეტიც...ეს მათი არჩევანია...

 

რაც შეეხება ლევანის ე.წ. “პოლიტიკურ ამბიციებს”, ესეც დიდი ტყუილია, არ ვიცი, მერე რა იქნება, მაგრამ დღეს - 99% არ უნდა პოლიტიკაში, ისევე, როგორც მე არ მიფიქრია “პოლიტიკოსობა”, ისე, ლევანს, დღემდე , ამაზე არც უფიქრია და თუ მოხდა “სასწაული” და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, არც მაშინ დამალავს, ამაშიც დარწმუნებული ვარ, არ მოიტყუება...

 

 

მოკლედ, რისთვის ვილაპარაკე ამდენი, არც იცნობთ ადამიანს და ამდენი რამის დაბრალება, დარწმუნებული ვარ, მისთვისაც, ოჯახისთვისაც და მათი ახლობლებისთვისაც ძალიან მძიმე მოსასმენია.. კრიტიკა მისაღებია, მაგრამ უაზრო ლანძღვა-გინება. რატომ. რისთვის. ვინმეს რამე დაგიშავათ?! სიკეთის მეტს, არაფერს უსურვებს ადამიანებს... არ გამოვრიცხავ, ერთმანეთის, ყველას ყველაფერი ვერ მოგვეწონება ანდაც, შეუცდომელი არავინ არის, მაგრამ ბოროტი ქილიკი და ადამიანების რეპუტაციიის შელახვა არაფრის გამო, მიუღებელი და ძალიან მტკივნეულია, ჩემი აზრით, ცოტა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რა..

 

 

p.s. წინასწარ ნუ ჩამქოლავთ, ეხლა გადავხედავ გავლილ მასალას, თქვენც ჩამიყარეთ კომენტარებში, თუ რამეს ჩათვლით, რომ აუცილებლად უნდა ვიხილო... თუ ჩემი მოსაზრება დაგაინტერესებსთ ამ ცხელ დღეებთან დაკავშირებით, კონკრეტულად მკითხეთ და ვეცდები კონკრეტულად გაგცეთ პასუხი..

მანამდე კი, ლევან ვასაძის ჭკაზე მოყვანილ დუგინს მოუსმინეთ, და შეადარეთ “ძველ დუგინს”...

კარგი იქნება, გადაწყვეტილების მიმღები რუსული პოლიტ-ელიტა თუ ასე შეიცვლის აზრებს და შეხედულებებს... სხვაგვარად წარიმართებოდა ისტორია...

 

 

p.p.s. კიდევ ბევრ რამეს ვერ ვლაპარაკობ მის ქველმოქმედებაზე, რაც ფული იშოვნა, თუ ვის რა გაუკეთა, რამდენ ადამიანს უმკურნალა, თუ ისე დაეხმარა.... როგორ გადაყვა ზედ, ყველას გარშემო, ბავშვობის მეგობრებიც არ დავიწყებია, არც შეუცვლია (ზოგიერთებივით)... როგორი მაგარი სკოლა აქვს და რა ვაჟკაცური სულის ახალგაზრდებს გვიზრდის... რა ვიცი... ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შემიძლია... ულამაზესი ეკლესიების მშენებლობაც , მათ შორის... უბრალოდ არ მინდა , ნამეტანი ქებაი-დიდებაი გამომივა... თუმცა, მე, ძალიან ლაღი და თავისუფალი ვარ შეფასებებში, რადგან არასდროს არაფერი მითხოვია და იმედი მაქვს, არც დამჭირდება, არასდროს არაფერში... მე, იმითაც კმაყოფილი ვარ, ჩვენს გარშემო, ვისაც რას უკეთებს, ამას ვხედავ და მსიამოვნებს და როგორი საუკეთესო მამა, ბიძა, შვილი, სიძე და საერთოდ , მეოჯახე, ეს კიდევ ცალკე თემაა... არც მაგის “მორალისტობა” მიკვირს, რადგან საკუთარი გადმოსახედიდან აფასებს ყველაფერს და ასეთი წესიერია და რა გვაკეთო!.. არ ვეთანხმები რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ მაგასთან კამათს აზრი არ აქვს ბავშვობიდან, თავის სიმართლეს მიერეკება ყოველთვის.. და კიდევ, კომპლექსები საიდან უნდა გასჩენოდა, სამეგობრო კარგი ჰყავდა, ისედაც ნახევარი ქალაქი იცნობდა, ყველა პატივს სცემდა, უკონფლიქტო ადამიანი იყო ყოველთვის... უამრავ გოგოს მოსწონდა, ჩვენ სამეგობროს “გვეტენებოდნენ” ხოლმე, რომ საქმე ჩაგვეწყო, ულამაზესი ბიჭი იყო, სპორტსმენი თან, ტარზანივით ვარჯიშობდა... ისე გამოიარა 90-იანები დანა და იარაღი არ დებია ჯიბეში... ყოველთვის “პატიოსანი” მუშტის იმედად... უმაგრესი მეგობარი იყო, თავდადებული, თან ფხიზელი, თან ჯანმრთელი სპორტსმენი , ყველა ქეიფის მერე, ყველას პატრონი და მომვლელი, სახლში მიმცილებელი ... რა ვიცი, არც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მოკლებია და არც არაფერს, არ უყვარს თვითონ ძმათაშორის ომებზე ლაპარაკი, არც მე მეამაყება პროვოკაციებზე წამოგებული საქართველო, უმძიმეს სისხლიღვრაზე წაქეზებული., ამ ცოდვებიდან დღესაც ვერ ამოვსულვართ, ერთმანეთისთვის კიდევ ვერ გვიპატიებია .. ეჰჰ.. პატარა ბავშვივით გამომივა, მაგრამ ერთსაც ვიტყვი... აი , რომ მოხდეს სასწაული და ვინმემ უთხრას, შენ , დღეს უნდა მოკვდე და ხვალიდან საქართველო გაბრწყინდებაო, ერთი წამი არ დაფიქრდებოდა არც ბავშვობაში და არც ახლა... შეიძლება რაღაცეები არ მოგვწონდეს, რაღაცეები ეშლებოდეს, ან სრულიად განსხვავებულ პოზიციებზეც აღმოვჩნდეთ, მაგრამ “აგენტი”, “კრემლის მონა”, “მოღალატე” - ასეთი სიტყვებისთვის გასამეტებელი კაცი არ არის რა.. თაყვანი ეცით, ან მადლობები უხადეთ-მეთქი არც მიფიქრია და არც გაკადრებთ მსგავსს... არაფერს გთხოვთ ... უბრალოდ კორექტულად აკრიტიკეთ რა, დაინდეთ და დაგვინდეთ, არც ისე ბევრი წესიერი და პატიოსანი ადამიანი შემორჩა ამ ქვეყანაში...

ბოდიშს გიხდით, ბევრი გამომივიდა, მაგრამ ბარემ რადგან ამოვთქვი, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ბოლომდე და გასაგებად იყოს, მეტს აღარ შეგაწყენთ ამ თემით” - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

big_banner
არქივი