logo_geo
გურამ შეროზია: რამე ისეთი დავუშავეთ, რის გამოც შურისძიების წყურვილით არიან ანთებულები?!
- +

13 თებერვალი. 2017. 01:06


 


ბლოგერი გურამ შეროზია გადაცემა „კაცების დრო"-ს დახურვით გახარებული ხალხის კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს :

 

„იცით რა არის ყველაზე სამწუხარო?

 

„საზ. მაუწყებელში" გავრცელებული ცრუ თუ რეალური (მე თვითონაც არ ვიცი) ხმებიდან გამომდინარე - ბედნიერი და აჟიტირებილული ხალხის კომენტარები ჩემს გადაცემაზე:

 

- დაიხურა ხომ კაცების დრო? ჰაჰა

 

- გურამ, უმუშევარი დარჩი?

 

- ბინის სესხს რითი გადაიხდი ახლა, გნახავ გამოსახლებულს...

 

და სხვა მრავალი თაგი, სტატუსი, კომენტარი, გიფი, ყველა შესაძლო არხით... სიცილი, ხორხოცი, ზარ-ზეიმი. და განსაკუთრებით ის რომ აბედნიერებთ, რომ ეს ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყარო ჰგონიათ.

 

გადაცემაზე ჩემ გარდა კიდევ ოცამდე ადამიანი მუშაობს და არავინ ვიცით მათი ფინანსური მდგომარეობა და არც ის, შემოსავლის ერთადერთი წყაროა თუ არა, ალბათ ბევრისთვის არის კიდეც.

 

ვერაფრით ვხვდები და ვერც ლოგიკურ საწყისებს ვპოულობ, რატომ შეიძლება ადამიანებს აბედნიერებდეთ სხვისი უბედურება. ამით რამე ემატებათ? ან რამე ისეთი დავუშავეთ, რის გამოც შურისძიების წყურვილით არიან ანთებულები?

 

ვერც ვბრაზდები, უბრალოდ გული მწყდება ხანდახან და უფრო ხშირად - მიკვირს და ახსნას ვეღარ ვპოულობ.

 

პ.ს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჩაწერები გრძელდება და გადაცემაც გადის ყოველდღე. ხვალ რა იქნება, წარმოდგენა არ მაქვს",- წერს გურამ შეროზია.


 

big_banner
არქივი