logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში
- +

20 ივნისი. 2019. 13:45

 

„ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი... რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!“ - წერს ღარიბაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი