logo_geo
მამუკა ბახტაძე: უმძიმესი სანახავია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა
- +

20 ივნისი. 2019. 14:15

 

„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

პრემიერი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!

 

ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს!

 

სრულად ვიზიარებ ქართველი საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

 

 

 

big_banner
არქივი