logo_geo
ალექსანდრე გვარიშვილი: ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დუმის დეპუტატს ვიხილავდი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამზე
- +

20 ივნისი. 2019. 16:18

 

„საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი საქართველოში გავრილოვის ვიზიტს ეხმაურება:

 

„მე, როგორც ომის ვეტერანი და რეზერვის ოფიცერი, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელ საქართველოში დუმის დეპუტატს ვიხილავდი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სკამზე.

 

30 წლის წინ, აფხაზეთში, ჩემს მეგობრებთან ერთად სწორედ გავრილოვის თანამოაზრეებისგან ვიცავდით საქართველოს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დღეს ეს ადამიანი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო უსიამოვნება და უნდა დავივიწყოთ. მსგავსი პოზიცია არის ყველა ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და ჩვენი ღირსების შელახვა. ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი, ჩვენ გვახსოვს სამაჩაბლო და ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია. სხვა სიმართლე არ არსებობს!

 

კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, დუმის დეპუტატის ხილვა საქართველოს პარლამენტში. ეს პრეცედენტი უნდა შეფასდეს, როგორც გამოუსწორებელი შეცდომა, რომელმაც შესაძლოა, დრამატულ შედეგამდე მიგვიყვანოს“, - წერს ალექსანდრე გვარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი