logo_geo
მაია კახიძე: თქვენთან ერთად ვულოცავ „იქ“ დავით ყიფიანს და აქ ყველა მის მეგობარს და თაყვანისმცემელს!
- +

20 ივნისი. 2019. 21:21


პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“დღეს, ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეა

მე ბედნიერი და ამაყი ვარ, საქართველოში, ერთადერთმა ქალმა რომ შევძელი და 250 გვერდიანი წიგნი დავწერე ქართულ ფეხბურთზე, ქართველ ფეხბურთელებზე, ეპოქაზე, „ოქროს ბიჭებზე“, „დინამოზე“, გულშემატკივარზე და თითქმის ყველაზე, ვინც მართლა ბევრი გააკეთა და თავი გადადო ამ  საქმისთვის. და მთავარიЖ ჩემს წიგნში ბევრი საინტერესო და გულისამაჩუყებელი მოგონებაა დავით ყიფიანზე და მიხარია, რაღაც მაინც რომ გავაკეთე  ჩვენი გამოჩენილი ფეხბურთელისთვის და, რასაკვირველი, უპირველესად, უკვე ზეციურ საქართველოში წასულებისთვის. ღმერთმა გაანათლოს თითოეული მათგანი და დანარჩენებს კი, ქართველ ფეხბურთელთა დიდ ოჯახს, ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა მინდა ვუსურვო! თქვენთან ერთად ვულოცავ „იქ“ დავით ყიფიანს და აქ  ყველა მის მეგობარს და თაყვანისმცემელს!

დავით ყიფიანი 68 წლის გახდებოდა” - წერს მაია კახიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი