logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: დღეს ის „მომწონს“, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რიგში მდგომნი რომ ოკუპაციაზე საუბრობენ...
- +

21 ივნისი. 2019. 04:00

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე მაინც ის პერიოდი „მომწონს“ 6 აგვისტოს ომი რომ დაიწყო და 8 აგვისტომდე ტაშ-ფანდური იყო, ვითომც არაფერი ხდებოდა...

 

ის დრო „მომწონს“, წაგებული ომი კონცერტით რომ აღინიშნა და ხმა ვერავინ ამოიღო, იცეკვეს, იმღერეს, დაიჯერეს და დააჯერეს...

 

ის დრო „მომწონს“, პირტიტველა ქართველები, მტრის ტყვიით დახოცილები რომ მიატოვეს და მღვდლები რომ არა, ვერასდროს დაიმარხებოდნენ საგვარეულო საძვალეში...

 

 

მე ისიც „მომწონს„ ციხის კარი რომ გაუღეს პატიმრებს, ომია თავს უშველეთო და მესამე დღეს „პაბეგის“ გამო დააკავეს, გახეთქეს ცემაში და 8-წლიანი „სროკი" დაუმატეს.

 

და დღეს ის „მომწონს“, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რიგში მდგომნი რომ ოკუპაციაზე საუბრობენ...“, - წერს მეფარიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი