logo_geo
ზაზა კოშკაძე „ნაციონალებზე“: ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა მიტინგი, იმიტომ რომ მაგ ხალხთან დგომა შეუძლებელია
- +

21 ივნისი. 2019. 04:28

 

მწერალი ზაზა კოშკაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სიმართლე უნდა ითქვას! მიტინგი გახსნა ვაშაძემ, ახალგაზრდებმა ითხოვეს ვაშაძის სცენიდან ჩასვლა, ეს ახალგაზრდები მოძველბიჭო „ნაციონალებმა“ გამოყარეს მიტინგიდან.

 

ჩემ თვალწინ ქალს აგინა ბენდენიანმა ბაბულიკამ და გამოაგდო. რის გამო არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა მიტინგი, იმიტომ რომ მაგ ხალხთან დგომა შეუძლებელია.

 

მე დავძლიე ეს კომპლექსი და დავდექი პირველად ამ პარტიასთან, მაგრამ, უბრალოდ შეუძლებელია“, - წერს კოშკაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი