logo_geo
გია გაბრიჭიძე: მთავარი ისაა, რომ უმაღლესი იერარქის მკვლელობას ჰყავს დამგეგმავი და მოიძებნება შემსრულებელიც...
- +

13 თებერვალი. 2017. 15:20



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმიანება:

 

„უამრავი ვერსიაა და ამაზე არ ვილაპარაკებ, რადგანაც იმედი მაქვს, რომ პროკურატურა დაადგენს სიმართლეს. დაადგენს ორგანიზების ყველა დეტალს, დაწყებული შემკვეთიდან, დამთავრებული ყველა თანამონაწილით, რადგანაც ეს არც მორიგი მკვლელობის ორგანიზებაა (ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმისთვის) და არც მორიგი პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, რომ მიიჩქმალოს.

 

მთავარი ისაა, რომ უმაღლესი იერარქის მკვლელობას ჰყავს დამგეგმავი და მოიძებნება შემსრულებელიც.

 

სამწუხაროდ, დღეს ნამდვილად არაჯანსაღი ფონია შექმნილი იმისათვის, რომ საპატრიარქოს კედლებზე წარწერების, სხვადასხვა ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმართლმადიდებლური განცხადებების გაკეთებიდან, სხვადასხვა სახის ცილისწამებიდან, ადვილად მივიდეთ ასეთ საშინელებამდე (ყველანაირად ვეცადე, რომ რაც შეიძლება რბილად დამეწერა)", - წერს გია გაბრიჭიძე.

 


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=161&id=4101




 

big_banner
არქივი