logo_geo
ლიკა სარიშვილი: ამისთვის არ გვიბრძოლია!
- +

21 ივნისი. 2019. 12:35

 

 

Facebook-მომხმარებელი ლიკა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2007 წლიდან... მახსოვს, როგორ ვიპარებოდი სახლიდან სტუდენტი, რომ იმ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მეც მიმეღო მონაწილეობა... არ ვერიდებოდი არაფერს და არავის... მიხაროდა გულანთებული და პატრიოტი ხალხის გვერდით დგომა! ბევრი სირთულე და ტკივილი გამოვიარეთ! (7 ნოემბერი, 8 აგვისტო, 26 მაისი, ახალგაზრდების ჩაცხრილვა, პატიმრების გაუსაძლისი ყოფა და რა აღარ). არასდროს რომ არ უტოვებდა პოლიცია ხალხს აქციის დარბევის დროს გასასვლელს, ყოველ კუთხეში და შესახვევში ხელკეტებს უშენდნენ. 2012 წელს, როგორც იქნა, რაღაც შეიცვალა, მაგრამ დღემდე ისევ მართავენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ სიტუაციებს ზოგიერთების შეცდომების წყალობით! კოჰაბიტაციის წყალობით! ამისთვის არ გვიბრძოლია! მე დღესაც მტკივა იმ ქართველზე მოხვედრილი რეზინის ტყვიაც! დაასრულეთ „ნაციონალური მოძრაობა“, - წერს ლიკა სარიშვილი.

 

 

big_banner
არქივი