logo_geo
ნინო მუშკუდიანი: ლაჩარი არ იყო, ხალხთან ერთად იდგა და ამ რეზინის ტყვიებმა იმსხვერპლეს
- +

21 ივნისი. 2019. 15:42

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მუშკუდიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„თვალს ვადევნებ რუსთაველის გამზირს და გასისხლულ ხალხს. პოლიტიკოსი არაა დაშავებული!!! რატომ, დაიმალნენ?! არადა, ჩემი საყვარელი მასწავლებელი, გია მაისაშვილი ამ რეზინის ტყვიებმა იმსხვერპლეს სწორედ! თავი სავსე ჰქონდა 26 მაისის ღამეს პლასტმასებით!!! არავინ თქვას, ასე არ იყოო, ასე იყო ზუსტად!!! ისიც იცავდა თავის წილ სიმართლეს! მაგრამ არა, შეიწირეს!!! ის ლაჩარი არ იყო და ხალხთან ერთად იდგა! ტყვიებმაც და „დუბინკებმაც“ მის თავზე იარეს! ჰოდა, მიადგა ის საზიზღარი დაავადებაც და შეჭამა კაცი… უკვე წელიწადნახევარია, გია აღარაა!!! ცხოვრებას რომ სამართალი არ გააჩნია, თორემ მიწაში უნდა იდოს ის უზარმაზარი ტვინი და გული?! ვიხსენებ და მეტირება. ყოველთვის ამეტირება...“ - წერს ნინო მუშკუდიანი.

 

 

big_banner
არქივი