logo_geo
ირაკლი შონია: ნეტავ რაზე ფიქრობდა ზვიად გამსახურდია?!
- +

21 ივნისი. 2019. 15:51

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„სამ ათეულ წელზე მეტია, რაც თბილისის მთავარი არტერია რუსთაველის გამზირი არაერთგზის აღმოჩენილა პოლიტიკური დაპირისპირების, შეტაკებების და დაუნდობლობის პოლიგონად... დღეს გამახსენდა მწერლის და უზენაესი საბჭოს დეპუტატის ირინე ტალიაშვილის მონათხრობი: „შეიარაღებული „ოპოზიცია“ მთავრობის სახლში მოგვეჭრა, მძიმე სატვირთო მანქანებით ცდილობდნენ, მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გაეთრიათ „იკარუსები“, ადგილიდან დაძვრა ვერ მოვახერხე, სანამ ერთმა მათგანმა ძლიერი მუშტი არ მითავაზა... მთავრობის სასახლის კიბის მოედანზე ფეხი შევდგი და უცებ დავინახე, საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო იდგა შენობის სვეტებს შორის და საოცარი ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ამ ბაკქანალიას... ბევრჯერ გამხსენებია „დიქტატორის“ ეს სევდიანი მზერა...“

 

მას შემდეგ მართლაც დიდი დრო გასულა და მთავრობის სასახლის მიმდებარე უკვე ისტორიული ადგილი მრავალჯერ გამხდარა პოლიტიკური ბატალიების სისხლიან არენად და კოლიზეუმად... და მაინც იმ შორეულ წლებში საცნაურად მეტყველებს შორი ჰორიზონტისკენ პრეზიდენტის სევდიანი მზერა და მისი უფსკერო მწუხარე თვალები.... ნეტავ რაზე ფიქრობდა ზვიად გამსახურდია?!!“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

big_banner
არქივი