logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იმ ყველაფრის უკან, რაც პატრიარქის ირგვლივ ხდება, შესაძლოა სააკაშვილის გუნდი ერიოს
- +

13 თებერვალი. 2017. 18:24



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისთვის, განვაცხადო, რომ იმ ყველაფრის უკან, რაც პატრიარქის ირგვლივ ხდება, შესაძლოა, სააკაშვილის გუნდი ერიოს. მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ 2012 წელს, არჩევნების წინ ეგონა, რომ პატრიარქი მის გვერდით დადგებოდა და არა ქართველი ხალხის მხარეს და როცა ეს ასე არ მოხდა, დაიწყო საშინელი ზეწოლები საპატრიარქოზე, რაც პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამაც დაადასტურა.  ზეწოლა მოხდა  ეპისკოპოს სერაფიმე ჯოჯუაზეც, რომელმაც გიგი უგულავა ამხილა პატრიარქზე განხორციელებულ ზეწოლის გამო.

 

საპატრიარქო ტახტს რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ხელისუფლებაში მოსვლის, შენარჩუნების და ქვეყნის მომავლის განსაზღვრისას, ეს ყველამ კარგად იცის. სამწუხაროდ, დღეს სააკაშვილის მხარდამჭერთა რიცხვი საპატრიარქოში არცთუ ისე მცირია, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, ბრალდებულ მამალაძის ქმედების უკან სწორედ სააკაშვილის სისხლიანი ბანდის და საპატრიარქოს სხვა მრავალი იერარქის ხელიც ერიოს. ახლა თუ ვინმე იტყვის, სააკაშვილი ამას როგორ იზამდაო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს თავს, კაცმა საქართველო ჩაახრჩო სისხლში და მისთვის არც პატრიარქის მოცილება წარმოადგენს დიდ პრობლემას.

 

გეგმის განხორციელების და სააკაშვილისთვის სასურველი კანდიდატის საპატრიარქო ტახტზე ასვლის  შემთხვევაში, საკმაოდ კარგი ნიადაგი შეიქმნებოდა თავად სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, მაგრამ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ზოგიერთს სურდა. საპატრიარქოში გადატრიალება არ შედგა. შეუძლებელია, მამალაძე დამოუკიდებლად და მარტო ყოფილიყო, მის  უკან იდგა ხალხი, რომელთა გამოვლენა ახლა გამოძიების ეფექტური მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს.

 

ის, რაც მოხდა სერაფიმე ჯოჯუას ირგვლივ და ახლა პატრიარქის გარშემო, ჩემი აზრით, ეს არის სააკაშვილის გუნდის და საპატრიარქოში არსებული სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერების მუშაობის შედეგი, ჯოხი არ შეიძლება მარტო მამალაძეზე გადატყდეს", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.



 

big_banner
არქივი