logo_geo
სანდრო ბრეგაძე: 23 ივნისს გეი-მარში აღარ ჩატარდება!
- +

22 ივნისი. 2019. 14:52

 

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო! ჩვენი ყველას ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 23 ივნისს გეი-მარში აღარ ჩატარდება! გეი-პრაიდის ორგანიზატორები აპირებენ ქურქის გამოცვლას და სხვა სახით ჩვენს წინაშე წარდგომას, რათა სხვა მეთოდით მოახდინონ თავიანთი მიზნების მიღწევა! გარწმუნებთ, რომ როგორც გეი-მარში ჩავუშალეთ, ასევე ჩავშლით მათ ყველა ბილწ განზრახვას! არც მე და არც სხვა რომელიმე ლიდერი არ ვართ გეი-აღლუმის ჩამშლელები, ეს საშინელი გარყვნილების ზეიმი ჩაშალა ქართველმა ერმა და ამიტომ დიდი მადლობა ქართველ ერს!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

 

big_banner
არქივი